უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, ავსტრიის ულტრა მემარჯვენე „თავისუფლების პარტიის"ლიდერმა და ჩეხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტში ახალი მემარჯვენე ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადეს.
ოფიციალური განცხადება მათ ვენაში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთეს.
დოკუმენტში, სახელწოდებით „პატრიოტული მანიფესტი ევროპის მომავლისთვის", აღნიშნულია, რომ ევროკავშირი „ევროპელების წინააღმდეგ წავიდა და წარმოადგენს ინტერესებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ერების, რეგიონებისა და მცირე თემების ნებას".
„ჩვენ საკუთარ თავზე ვიღებთ პასუხისმგებლობას, შევქმნათ ჯგუფი, რომელიც ევროპაში ყველაზე ძლიერი მემარჯვენე კოალიცია იქნება",- აღნიშნა ორბანმა.