რეზონანსი
17.05.2024

გვიწევს საუბარი ისეთ ცნებებზე, ისეთ ფასეულობებზე, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - განაცხადა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ.

"ეს არის ურთიერთობა მეუღლეებს შორის, უფროსსა და უმცროს თაობას შორის, ფასეულობები, რომლებიც აყალიბებს ადამიანს. ეს არის საკუთარი პიროვნების, საკუთარი ეროვნულობის, საკუთარი გვარიშვილობის და მამულიშვილობის ჩამომყალიბებელი ფაქტორები", - აღნიშნა მეუფემ.

ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა ატენისა და გორის ეპარქიაშიც. სამღვდელოება და მრევლი გორში მაცხოვრის აღდგომის სახელობის მშენებარე ტაძარში შეიკრიბა, სადაც სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. ამის შემდეგ კი ისინი მსვლელობით გორის საკათედრო ტაძრისკენ გაემართნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×