რეზონანსი
01.07.2024

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპს ოფიციალური ქმედებებისთვის იმუნიტეტი აქვს, მაგრამ არა პირადი ქმედებებისთვის.

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემა პრეზიდენტის რანგში განხორციელებული ოფიციალური ქმედებებისთვის არ შეიძლება, მაგრამ იმუნიტეტი პირად ქმედებებზე არ ვრცელდება.

უზენაესი სასამართლოს მთავარმა მოსამართლემ, ჯონ რობერტსმა აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საქმე შემდგომი განხილვისთვის ქვედა ინსტანციის სასამართლოებს უკან გადაეცემათ.

„ვასკვნით, რომ ხელისუფლების დანაწილების ჩვენი კონსტიტუციური სტრუქტურის მიხედვით, საპრეზიდენტო ძალაუფლების ბუნება მოითხოვს, რომ ყოფილ პრეზიდენტს თანამდებობაზე ყოფნისას განხორციელებული ოფიციალური ქმედებებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნისგან გარკვეული იმუნიტეტი ჰქონდეს", - დაწერა ჯონ რობერტსმა.

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება 6 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×