რეზონანსი
23.06.2024

პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა.

პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის დროს განსახილველ ძირითად საკითხებს შორის იქნება უსაფრთხოება, კერძოდ, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და ეკონომიკური საკითხები.

„ჩვენ გვაქვს ომი უკრაინაში, ისევე როგორც ბელარუსის ჰიბრიდული თავდასხმები პოლონეთის საზღვარზე, სადაც ბელარუსის ხელისუფლება, ბოლო სამი წლის განმავლობაში მუდმივად უბიძგებს მიგრანტებს ჩვენსკენ და აიძულებს მათ, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა სცადონ", - განაცხადა ანჯეი დუდამ გამგზავრებამდე გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ევროპაში უსაფრთხოებისთვის, რადგან ჩინეთის გავლენა რუსეთზე უზარმაზარია.

„რუსეთი დღეს არის აგრესორი უკრაინაში და ეს არის ის, რაც მე მსურს პრეზიდენტ სი ძინპინთან განვიხილო. ამ საკითხთან დაკავშირებით მისთვის ჩვენი თვალსაზრისის წარდგენა, ჩემი აზრით, უაღრესად მნიშვნელოვანია", - აღნიშნა დუდამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×