რეზონანსი
04.06.2024

იკრძალება ერთნაირი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების გავრცელება - კიდევ რის აკრძალვა იგეგმება "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი?

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ერთი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ინ­ტი­მუ­რი სცე­ნე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა მა­უ­წყებ­ლებს აეკ­რძა­ლე­ბათ. შე­ზღუდ­ვა შე­ე­ხე­ბა კი­ნო­თე­ატ­რებ­ში გა­სულ ფილმში მსგავ­სი ში­ნა­არ­სის კად­რებ­საც.

რო­გორც პა­პუ­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მმარ­თვე­ლი გუნ­დი დღეს კა­ნო­ნე­ბის პა­კეტს "ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და არას­რულ­წლო­ვან­თა დაც­ვის შე­სა­ხებ“ აი­ნი­ცი­რებს, რი­თაც რიგ კა­ნო­ნებ­ში შევა ცვლი­ლე­ბე­ბი და ერთი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ინ­ტი­მუ­რი სცე­ნე­ბის პრო­პა­გან­დის შე­ზღუდ­ვა, მათ შო­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­საც შე­ე­ხე­ბათ.

"რაც შე­ე­ხე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სექ­ტორს, აქ სა­კი­თხი ეხე­ბა პროგ­რა­მებ­ში პრო­პა­გან­დას. ეს ეხე­ბა პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, რეკ­ლა­მი­რე­ბას, პრო­პა­გან­დას, რომ ერთი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ადა­მი­ან­მა თავი მი­ა­კუთ­ვნოს სა­პი­რის­პი­როს ან სხვა სქესს. პრო­პა­გან­დაა, რომ ერთი სქე­სის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს ჰქონ­დეთ ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და ეს არის ინ­ცეს­ტის პრო­პა­გან­და. თუ იქ­ნე­ბა ამ სამი სა­კი­თხის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და პრო­პა­გან­და, ეს იქ­ნე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­სა და მა­უ­წყებ­ლებ­ში, ასე­თი სა­ხის პროგ­რა­მე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­უ­წყებ­ლებს და შე­მოქ­მე­დე­ბით პროგ­რა­მებს თუ მა­სა­ლებს, აქ დათ­ქმა არის გა­კე­თე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რად, რომ ეს ეხე­ბა იმ­დე­ნად რამ­დე­ნა­დაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ინ­ტი­მუ­რი სცე­ნე­ბის არ გაშ­ვე­ბას. არა თე­მა­ტუ­რად, ში­ნა­არ­სობ­რი­ვად შე­ზღუდ­ვას, არა­მედ თა­ვად სცე­ნე­ბის, რაც არის ასე­ვე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრაქ­ტი­კა.

და­ვა­ზუს­ტებ, ეს ეხე­ბა მა­უ­წყებ­ლებ­სა და კი­ნოჩ­ვე­ნე­ბას. არ ეხე­ბა სხვა მხრივ კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს. ამ შემ­თხვე­ვა­შიც მა­უ­წყებ­ლებს ეხე­ბა იმ ფარ­გლებ­ში მხო­ლოდ, რომ პი­რო­ბი­თად თუ ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­დის რა­ი­მე ფილ­მი და არის ინ­ტი­მუ­რი სცე­ნა ამ ში­ნა­არ­სის, ეს სცე­ნა უნდა იყოს შე­ზღუ­დუ­ლი. ეს შე­ზღუდ­ვა ეხე­ბა კი­ნო­თე­ატ­რებ­საც“, - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×