რეზონანსი
04.06.2024

ჩინეთში აცხადებენ, რომ მოდული „ჩანიე 6", რომელიც ქვეყნის კოსმოსურმა სააგენტომ მთვარის ბნელ მხარეზე დასვა, დედამიწაზე ბრუნდება და თან თანამგზავრზე შეგროვილი ქვები მოაქვს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, რობოტი ჩვენი პლანეტის თანამგზავრზე კვირას, სამხრეთ პოლუსზე მდებარე კრატერში დაჯდა. ჩინეთის კოსმოსის ეროვნულ ადმინისტრაციაში (CNSA) ეს მიღწევა აღწერეს როგორც „კაცობრიობის მიერ მთვარის შესწავლაში უპრეცედენტო ნაბიჯი".

მოდულმა მთვარეზე 2 დღე გაატარა. აპარატმა მექანიკური ხელის მეშვეობით გაბურღა გრუნტი და 2,4 კილოგრამი მასალა შეაგროვა, რომელიც სპეციალურ კაფსულში მოთავსდა. თუ მოდული დედამიწაზე უპრობლემოდ დაბრუნდება, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა პლანეტაზე მთვარის უკანა მხარეს შეგროვილი გრუნტი აღმოჩნდება. პირველები მას ჩინელი სპეციალისტები შეისწავლიან, თუმცა შემდეგ მასალას მსოფლიოს მასშტაბით კოლეგებსაც მიაწვდიან. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მთვარის ყველაზე ძველი გრუნტის შესწავლა დაეხმარებათ გასცენ პასუხები კითხვებზე პლანეტების ფორმირების შესახებ.

ეს ჩინეთის მეექვსე მისიაა მთვარისკენ, რომელსაც სახელი ჩინურ მითოლოგიაში მთვარის ქალღმერთის, ჩანიეს პატივსაცემად შეურჩიეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×