რეზონანსი
04.06.2024

მე ადრეც მითქვამს, რომ არ ვარ მზად, მხარი დავუჭირო უკრაინის „ნატოიზაციას", - ამის შესახებ Time-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

კითხვაზე, როგორ გამოიყურება მშვიდობა უკრაინაში, ბაიდენმა განაცხადა, რომ მშვიდობა ნიშნავს იმის უზრუნველყოფას, რომ რუსეთი ვერასოდეს შეძლებს უკრაინის ოკუპირებას.

„მშვიდობა ნიშნავს იმის უზრუნველყოფას, რომ რუსეთი ვერასოდეს შეძლებს უკრაინის ოკუპირებას. ეს არ ნიშნავს ნატოს, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ნატოს ნაწილს წარმოადგენენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვექნება მათთან ურთიერთობა, როგორც სხვა ქვეყნებთან, ვისაც ჩვენ ვაწვდით შეიარაღბას, რათა მათ მომავალში თავის დაცვა შეძლონ. სხვათა შორის, მე ადრეც მითქვამს, რომ არ ვარ მზად, მხარი დავუჭირო უკრაინის „ნატოიზაციას", - აღნიშნა ბაიდენმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×