რეზონანსი
04.06.2024

მინდა დავამშვიდო საზოგადოება და ვუთხრა, რომ არც მეილზე და არც ფოსტით არ მოგვსვლია შეტყობინება იმის შესახებ, რომ გაუქმებულია, ან შეზღუდულია რამენაირად ვიზები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ „დღის ქრონიკაში" განაცხადა.

წამყვანმა ბექა ოდიშარიას ჰკითხა, რას რამდენად საფუძველმოკლებულია ინფორმაცია, რომ ოპოზიცია ორი დღეა ამტკიცებს, რომ ხელისუფლების ლიდერებმა ელექტრონულ მეილებზე მიიღეს შეტყობინებები, სადაც საუბარია სავიზო შეზღუდვასა, თუ სანქციების შესახებ.

„მინდა დავამშვიდო საზოგადოება და ვუთხრა, რომ არც მეილზე და არც ფოსტით არ მოგვსვლია შეტყობინება იმის შესახებ, რომ გაუქმებულია, ან შეზღუდულია რამენაირად ვიზები იქნება ეს პოლიტიკოსებისთვის, ხელოვანებისთვის, სტუდენტებისათვის, თუ ა.შ. ყველანაირი სტატუსი შენარჩუნებულია ყველა სოციუმის მიმართ. ზოგადად, ყოველთვის იყო ამერიკის შეერთებული შტატების მიდგომა მკაცრი ტურისტების და ზოგადად ვიზებთან მიმართებაში. ვიზა გაქვთ თუ არა მნიშვნელობა არ აქვს. თუ დააპირებთ ამერიკაში გამგზავრებას, ნებისმიერ მესაზღვრეს აქვს უფლება თავად მიიღოს გადაწყვეტილება - სწორად გაიცა თუ არა ვიზა და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მიაბრუნონ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე უკან სამშობლოში", - აღნიშნა ოდიშარიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×