რეზონანსი
15.06.2024

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უკრაინის მშვიდობის სამიტი უკრაინის მიმართ სოლიდარობის საჩვენებლად მნიშვნელოვანია.

ამის შესახებ პრეზიდენტმა შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის დაწყებამდე, უცხოურ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„უკრაინის მშვიდობის სამიტი მნიშვნელოვანია, რათა ვაჩვენოთ უკრაინის მიმართ სოლიდარობა - გუშინ, დღეს და ხვალ, სანამ უკრაინა თავის ტერიტორიულ სუვერენიტეტს არ დაიბრუნებს",- განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტში მონაწილეობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×