რეზონანსი
30.06.2024

სენაკში, შეროზიას ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი იმ დროს გაჩნდა, როცა სახლში ოჯახის ყველა წევრი იმყოფებოდა.

მათივე ინფორმაციით, ისინი ცეცხლმოკიდებული სახლიდან დროულად და უვნებლად გამოვიდნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ერთ-ერთ ვერსიად გაუმართავი ელექტროსადენები სახელდება. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახს შესაბამისი დახმარება გაეწევა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×