რეზონანსი
28.06.2024

 

 პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან გა­მარ­ჯვე­ბის ემო­ცი­ე­ბი ალ­ბათ კი­დევ დიდ­ხანს გაჰ­ყვე­ბა ქარ­თველ გულ­შე­მატ­კი­ვარს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო პოს­ტი სწო­რედ ფეხ­ბურთს და 26 ივ­ნი­სის გა­მარ­ჯვე­ბას ეხე­ბა.

ამ­ჯე­რად ინ­ტერ­ნეტ­ში ვრცელ­დე­ბა კად­რე­ბი, რო­მელ­ზეც დე­დით პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი და მა­მით ქარ­თვე­ლი ბიჭი, გერ­მა­ნი­ის სტა­დი­ო­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლოს გულ­შე­მატ­კივ­რობს და ეროვ­ნულ ჰიმნს ქო­მა­გებ­თან ერ­თად მღე­რის.

ეს ახალ­გაზ­რდა გი­ორ­გი ჩუ­ბი­ნი­ძეა. ისიც დამ­წყე­ბი ფეხ­ბურ­თე­ლია.

„გა­ო­რე­ბა­ცაა და გა­ო­რე­ბაც, მაგ­რამ, მან სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი აირ­ჩია! პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან მატჩს 17 წლის გი­ორ­გი ჩუ­ბი­ნი­ძეც ეს­წრე­ბო­და( Giorgi Goncalves Manuel Chubinidze)-დე­დით პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი და მა­მით ქარ­თვე­ლი გი­ორ­გი ინ­გლი­სის პრე­მი­ერ­ლი­გის კლუბ, A.F.C. Bournemouth-ის U-18-ში და სა­ქარ­თვე­ლოს U-18-ში ას­პა­რე­ზობს. გი­ორ­გი შემ­ტე­ვი ნა­ხე­ვარმცვე­ლია, 175 სმ, ბორნ­მუ­თის აკა­დე­მი­ის აღ­ზრდი­ლი, 4 წლი­დან შე­იყ­ვა­ნეს ფეხ­ბურთზე.

მამა - თორ­ნი­კე სა­ფეხ­ბურ­თო მე­ნე­ჯე­რია. 2022 წელს, გი­ორ­გი ინ­გლი­სის ასა­კობ­რივ ნაკ­რებ­ში გა­მო­ი­ძა­ხეს, მაგ­რამ მისი ოც­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში თა­მა­ში ყო­ფი­ლა.

„5 წლის იყო, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს 5 ნომ­რი­ა­ნი მა­ი­სუ­რი ჩა­ვუ­ტა­ნე. მო­მიბ­რუნ­და და მი­თხრა, ნუ გე­ში­ნია, გპირ­დე­ბი, რომ ერთ დღე­საც, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში ვი­თა­მა­შებ"-ო, იხ­სე­ნებ­და ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში თორ­ნი­კე ჩუ­ბი­ნი­ძე მალე გვე­ნა­ხოს მთა­ვარ ნაკ­რებ­ში" - წერს მაკო თურ­ქია, რო­მე­ლიც გი­ორ­გი ჩუ­ბი­ნი­ძის ვი­დე­ოს ავ­რცე­ლებს.

ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლი ოც­ნე­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში ითა­მა­შოს. crystalsport-მა გა­სულ წელს გი­ორ­გი­ზე ვრცე­ლი მა­სა­ლა და მას­თან ინ­ტერ­ვიუ მო­ამ­ზა­და.

მამა ქარ­თვე­ლი ჰყავს თორ­ნი­კე ჩუ­ბი­ნი­ძე, დედა პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი - კარ­ლა გონ­სა­ლე­სი. ამი­ტომ მისი გვა­რი ქარ­თულ პორ­ტუ­გა­ლი­უ­რია. მისი სრუ­ლი სა­ხე­ლია გი­ორ­გი გონ­სა­ლეს მა­ნუ­ელ ჩუ­ბი­ნი­ძე.

გი­ორ­გი სა­ქარ­თვე­ლოს 17-წლამ­დე ნაკ­რებ­ში 14 წლის ასაკ­ში გა­მო­ი­ძა­ხეს, 15 წლის ასაკ­ში კი 16-წლამ­დე ნაკ­რებ­შიც კი ითა­მა­შა.

"პირ­ვე­ლად რომ გა­მო­ი­ძა­ხეს სა­ო­ცა­რი ემო­ცი­ე­ბი იყო. რო­გორც სტა­ფი, ისე გი­ორ­გის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, მას ძა­ლი­ან და­ეხ­მარ­ნენ" - ამ­ბობს მამა crystalsport-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში. როცა სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში მე­ო­რედ გა­მო­ი­ძა­ხეს, მა­მის­თვის უთ­ქვამს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე არ ჩა­ვალ ნაკ­რებ­თან ერ­თად ჰიმ­ნი არ ვიმ­ღე­როო.

"ნაკ­რე­ბის ყვე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლი უყ­ვარს, მაგ­რამ "კვა­რა" მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ვარ­კვლა­ვია" - ამ­ბობს გი­ორ­გის მამა.

სწო­რედ ხვი­ჩას და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის სიყ­ვა­რუ­ლის გამო მა­მას­თან ერ­თად შოტ­ლან­დი­ის ქა­ლაქ გლაზ­გო­ში მა­მას­თან ერ­თად ჩა­ვი­და და ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის მატჩს და­ეს­წრო. არა­სო­დეს და­ა­ვი­წყდე­ბა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას სი­ტყვე­ბი, რო­მე­ლიც მა­შინ გი­ორ­გი ჩუ­ბი­ნი­ძეს უთხრა: "თუ ასე გა­აგ­რძე­ლებ, რამ­დე­ნი­მე წელ­ში, ჩვენც გვერ­დით ითა­მა­შებ".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×