რეზონანსი
02.07.2022

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა უკრაინის, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის შემდგომი ნაბიჯები განიხილეს.

„სატელეფონო საუბრის დროს ჯოზეფ ბორელმა და მე განვიხილეთ ის შემდგომი ნაბიჯები რაც უკრაინამ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყნამ უნდა გადადგას და განვახორციელეთ პოზიციების კოორდინირება „დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ,"- წერს კულება „ტვიტერში".

მისი თქმით, ორივე თანხმდება იმაზე, რომ აუცილებელია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტის დაწესება.

„ჩვენ ორივე ვთანხმდებით რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტის დაწესების აუცილებლობაზე და ვმუშაობთ მასზე", - აცხადებს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×