რეზონანსი
11.05.2024

არ ვიღლებით, არ ვკვდებით, ტვინის შერყევით ვდგავარ აქ და სულ ვიდგები, - ამის შესახებ „ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარმა გია ჯაფარიძემ, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პროტესტი მზარდია და ხელისუფლებამ ტერორი ამიტომ დაიწყო, თუმცა ხალხს შიშისა და დაღლის უფლება არ აქვს.

"არ ვიღლებით, არ ვკვდებით, ტვინის შერყევით ვდგავარ აქ და სულ ვიდგები. ახლა არ არის ჩვენი პირადი ამბების დრო, ახლა ჩვენი შვილების და ჩვენი სახელმწიფოს მომავალი წყდება. ან სამართლიანობის, მორალის, მშვიდობის, უსაფრთხოების სივრცეში ვიქნებით, ან ამორალურობის, უსამართლობისა და სიღარიბის, რუსეთის უკანა ეზო, მივარდნილი გუბერნია. ეს არ არის მხოლოდ ერთი კანონის თემა. ამ კანონით საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ბედი წყდება. ჩვენ დაღლისა და შიშის უფლება არ გვაქვს.

უფრო მეტნი ვიქნებით ხვალ და შემდეგ დღეებში. ეს პროტესტი მზარდია და ამიტომ დაიწყეს ტერორი. ჩვენ ის ხალხი ვართ, ვისაც სიკვდილის არ ეშინია", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×