რეზონანსი
24.06.2024

"ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ქვეყნის პრეზიდენტს ისევ თავს ესხმის და მას "არასერიოზულს" უწოდებს. ივანიშილის დაჯგუფების დანაყოფის წევრი ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილს არათუ პრეზიდენტად, არამედ "ოცნების" გვერდშ დგომის გარეშე სოფლის გამგებლადაც არავინ აირჩევდა. 

ეს არის კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე დასტური იმისა, რომ ეს ადამიანი არ მოქმედებს თავისი ინტერესებით და თავისი სურვილებით. ეს არის ჩვეულებრივი მართვადი ადამიანი. სხვათა შორის, მინდა ვკითხო, სად არის ის ასი ათასობით ხელმოწერა, სამი თუ ორი კვირის წინ რომ დაანონსა რეფერენდუმთან დაკავშირებით? ასეთი არასერიოზულია მისი ნებისმიერი მოწოდება. რომ ჰკითხო, ის ქნება ძლიერი გენერალური მდივანი გაეროსი, მაგრამ რა თქმა უნდა, ქართველმა ადამიანმა კარგად იცის, რომ სოფლის გამგებლადაც არავინ აირჩევდა გვერდში რომ არ დადგომოდა თავის დროზე „ქართული ოცნება“, - ამბობს მაჭარაშვილი. 

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატიურ კორპუსს საგანგებო მიმართვა გაუგზავნა. "გატყუებენ" - ეს იყო სალომე ზურაბიშვილის მთავარი გზავნილი ელჩებისადმი. პრეზიდენტმა კობახიძე პირდაპირ სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა, რომელიც ამტკიცებდა, რომ პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, 2030 წელს ქვეყანა მაინც გახდება ევროკავშირის წევრი.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×