რეზონანსი
24.06.2024

რუსული მედიის ცნობით, დაღესტანში კონტრტერორისტული ოპერაცია დასრულდა. მოკლული 20-მდე ადამიანი, მათ შორის 15 პოლიციელი, მღვდელი და ეკლესიის მცველი, დაჭრილი 12 სამართალდამცავი და დაშავებული 25 ადამიანი პირი - დაღესტანში 24-25 და 26 ივნისი გლოვის დღეებად გამოცხადდა. 

დერბენტსა და მაჰაჩყალაში უცნობი პირები მართლმადიდებლურ ეკლესიაში შეიჭრნენ. თავს დაესხნენ სინაგოგასა და საგზაო პოლიციის განყოფილებასაც. ინფორმაცია მომხდარის შესახებ რუსულმა მედიამ გაავრცელა. დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიკვიდირებულია ოთხი თავდამსხმელი, მათ შორის, დაღესტნის ერთ-ერთი ოლქის ხელმძღვანელის, მაგომედ ომაროვის ორი ვაჟი, ოსმან და ადილ ომაროვები. ოლქის ხელმძღვანელმა კი, ადგილობრივი მედიის ცნობით თანამდებობა დატოვა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის დაკავებულია. საგამოძიებო კომიტეტმა გამოძიება ტერაქტის მუხლით დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×