რეზონანსი
01.07.2024

მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) ხელმძღვანელმა ლევან ცუცქირიძემ ახალი პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" დააფუძნა.

დღევანდელ პრეზენტაციაზე მან გუნდის წევრები წარადგინა და საქართველოში არსებულ გამოწვევებზე და მისი გუნდის ხედვაზე ისაუბრა.

ცუცქირიძის თქმით, პოლიტიკური მოძრაობა მხარს უჭერს ზურაბიშვილის ქარტიას და მზად არიან ყველა პოლიტიკურ თუ სამოქალაქო ჯგუფთან თანამშრომლობისთვის, რომელიც მათ ხედვას გაიზიარებს.

"ხელისუფლების ცვლილება აუცილებლად უნდა მოხდეს 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩვენი გამარჯვებების თარიღზე, მაგრამ ამან აუცილებლად უნდა მოიტანოს ისეთი ცვლილებები, რომლის შედეგადაც ვერცერთი ხელისუფლება ვეღარ გაბედავს ხალხისთვის მიცემული სიტყვის გატეხას, როგორც ეს ქართულმა ოცნებამ არაერთხელ გააკეთა უკვე. მიგვაჩნია, რომ ამ საქმეში, ყველა ვინც, ჩვენი წინააღმდეგი არ არის, არის ჩვენთან. ამიტომ მზად ვართ, ყველა იმ სამოქალაქო თუ პოლიტიკურ ჯგუფთან თანამშრომლობისთვის, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ხედვას, ჩვენს მანიფესტს და ჩვენს სულისკვეთებას.

ჩვენ მოვდივართ პოლიტიკაში არა პოლიტიკური სივრცის დანაწევრებისთვის, არამედ მისი გაერთიანებისთვის, დღევანდელი ჩვენი შეკრება მხოლოდ დასაწყისია. დღეს ჩვენ თქვენ წინაშე ვაცხადებთ, რომ ვხსნით კარს თანამოაზრეებისათვის და მივმართავთ საქართველოს მოქალაქეებს, მივმართავთ ქალებსა და კაცებს, მივმართავთ სოფელსა და ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს, შემოგვიერთდით ჩვენი მისიის განხორციელებისთვის"- თქვა ლევან ცუცქრიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×