რეზონანსი
04.06.2024

პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა 17-მა პარტიამ და 5-მა დამოუკიდებელმა დეპუტატმა. სალომე ზურაბიშვილმა მათთვის ორბელიანების სასახლეში მიღება გამართა და განაცხადა, რომ ეს არის ერთობის ფორმულა, რომელიც ვალდებულებების ირგვლივ გაერთიანებას გულისხმობს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლა არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომლის ირგვლივაც არის ქარტია ფოკუსირებული.

"ქარტიის სულისკვეთებაც არის სწორედ ეს, რომ დღეს საქართველოში არსებული პრობლემების მთავარი წყარო არის რუსეთის მსახური ხელისუფლება. და სწორედ, რუსეთის მსახური ხელისუფლების შეცვლა არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომლის ირგვლივაც არის ქარტია ფოკუსირებული. ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმები, რომელთა განხორციელება არის აუცილებელი, რომ საქართველომ სწრაფად დაიწყოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკება ევროკავშირთან," - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის, თინათინ ბოკუჩავას თქმით, ქარტია არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი და ერთგვარი გზამკვლევი იმისთვის, თუ როგორ დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ გზაზე.

"საუბარი აღარ არის პოლიტიკურ გემოვნებაზე, აქ საუბარია ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაზე და გადარჩენაზე, იმიტომ, რომ კარგად გვესმის, რომ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი და კეთილდღეობა შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალში. ამიტომ, ქარტია არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი და ერთგვარი გზამკვლევი იმისთვის, თუ როგორ დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყანა ევროპულ გზაზე", - ამბობს თინა ბოკუჩავა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×