რეზონანსი
02.07.2024

ჩინეთში, მხედველობადაქვეითებული პირებისთვის, მეგზური ძაღლის ფუნქციის რობოტს ტესტავენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

რობოტი ძაღლი, რომელიც ამჟამად ოპერატიულ ტესტირებას გადის, სივრცეში კამერებისა და სენსორების გამოყენებით ორიენტირებს. მაგალითად, მას შეუძლია ამოიცნოს შუქნიშნის ფერები, რასაც ცოცხალი მეგზური ძაღლები ვერ აკეთებენ.

გამომგონებელთა ჯგუფის თქმით, ექვსფეხა რობოტი მეგზური ძაღლი, ერთ მშვენიერ დღეს, მხედველობის დარღვევის მქონე ადამიანებს, გარე დახმარებისგან დამოუკიდებლად გადაადგილებაში დაეხმარება.

მსგავსი რობოტების შექმნაზე სხვა ქვეყნებშიც მუშაობენ - მაგალითად, ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთში, მაგრამ ჩინეთისთვის, მეგზური ძაღლების დეფიციტის გამო, რობოტის გამოჩენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×