რეზონანსი
11.05.2024

მისივე თქმით, აგრესია, რომელიც მთავრობისგან მოდის, მათ უკან შემოუბრუნდებათ.

"ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ რაც არ უნდა გააკეთოს, როგორი რუსული მეთოდებიც არ უნდა გამოიყენოს, ქართველი ხალხი პროევროპული ხალხია, რომელიც რუსეთის ნაწილი ვერასოდეს გახდება. ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ევროპის ნაწილი გახდნენ. ამიტომ, მთავრობა შეეშვას ამ რუსულ მეთოდებს. მთელი ის აგრესია, რაც მათგან მოდის, მათვე შემოუბრუნდებათ. ეს ბრძოლა შედეგამდე, რა თქმა უნდა, მივა. ჩვენ მიზანს მივაღწევთ, ასე იქნება. რაც შეეხება დასავლეთიდან ყურადღებას, დასავლეთი ყოველთვის იდგა და იდგება ქართველი ხალხის გვერდით. ეს არის ის, რაც უნდა გვახსოვდეს. ბევრი მნიშვნელოვანი დასავლელი პოლიტიკოსი ჩამოვა, მათ ძალიან სერიოზული გზავნილები ექნებათ მთავრობის მიმართ და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამას ვერ გაუძლებენ. ეს არის ზეწოლა შიგნიდან და გარედან.

აქ საუბარი კანონზე არ არის. აქ ის ხდება, რომ მათ ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავთ და ეს უნდა შეცვალონ. ამის ნება არავის აქვს", - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×