რეზონანსი
19.06.2024

პარტნიორები, მით უმეტეს, სტრატეგიული პარტნიორები ერთმანეთს სანქციებითა და შეზღუდვით არ უნდა ელაპარაკებოდნენ, ეს ყველაფერი კონტრპროდუქტიული იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. იგი იმედოვნებს, რომ აშშ-ის ელჩი ყველაფერს გააკეთებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადასატვირთად.

„ამერიკის შეერთებული შტატები და ამერიკელი ხალხი არის მეგობარი, პარტნიორი. იმედს ვიტოვებთ, რომ ასეთი მიდგომა გადაიხედება. რაც შეეხება ვიზების საკითხს, არ ვიცი, მსგავსი შეტყობინება ვის მიუვიდა, ვისაც ვიზა არ აქვს, მას ვერ მიიღებსო. სხვა არაფრის თქმა არ შეგვიძლია, გარდა იმისა, რომ ეს ნაბიჯი დააზიანებს და ხელს არ შეუწყობს იმ ურთიერთობას, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს გაცხადებული – საქართველო ამერიკას პარტნიორ ქვეყნად მიიჩნევს და ამერიკელი ხალხი ქართველების მეგობარია და პირიქით. შესაბამისად, ასეთი ნაბიჯები გულდასაწყვეტია და ვისურვებდი, რომ ვითარების შეფასება რეალურად მოხდეს. იმედს ვიტოვებ, ელჩი ყველაფერს გააკეთებს, რადგან თავად თქვა, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებისთვის ყველაფერს გააკეთებდა. იმედია, ელჩი თავის სიტყვას შეასრულებს და ყველაფერს გააკეთებს, რათა პარტნიორები ერთმანეთს ასეთი ფორმით კი არ ესაუბრებოდნენ, არამედ ეს ურთიერთობა გადაიტვირთება. ამ ურთიერთობის გადატვირთვის შემდეგ არ უნდა იყოს სივრცე იმასა, რომ ერთმანეთს რაღაც სანქციებით, შეზღუდვებით ვესაუბროთ.

ვიზა მაქვს. რატომ არ უნდა მიყვარდეს მოგზაურობა? მათ შორის ამერიკაში, მაგრამ უფრო მეტად მიყვარს ჩემი ქვეყანა. ბევრი ვაი ოპოზიციონერისგან განსხვავებით, რომლებიც დარბოდნენ და ამბობდნენ, ვიღაცას სანქცია დაედება და ვერ იმოგზაურებსო. ბევრი ქვეყანაა საინტერესო და ნეტა, მოგზაურობის დრო მქონდეს. ვინ სად იმოგზაურებს, ვინ რას მიირთმევს, რას ჩაიცვამს, ეს თქვენი საქმე არ არის. 26 ოქტომბერს ქართველ ხალხთან ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. სხვათა შორის, 26 ოქტომბერს დაბადების დღე მაქვს“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×