რეზონანსი
11.05.2024

„ნაცი" უნდა იყო ასეთი ამაზრზენობა რომ იკადრო. რამ უნდა გაიძულოს საკუთარი ცოლი პირადად გამოიყენო კომპრომატების შექმნაში და კიდე ხმას რომ იღებენ ქალების უფლებებზე ეს უგარყვნილესი ხალხი! არ გაბედოთ ქალების თემაზე მორალის წაკითხვა - უჩასმაგვარებმა და მისმა "გამპრავებლებმა! - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს და უჩა აბაშიძის და მისი მეუღლის საქმეს ეხმიანება.

წილოსანი აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" კასრების კადრებიდან უჩას პორნოგრაფიებამდე მივიდნენ, ოღონდ თავისივე ხალხი დააშანტაჟონ.

„ნაცი" უნდა იყო ასეთი ამაზრზენობა რომ იკადრო. რამ უნდა გაიძულოს საკუთარი ცოლი პირადად გამოიყენო კომპრომატების შექმნაში და კიდე ხმას რომ იღებენ ქალების უფლებებზე ეს უგარყვნილესი ხალხი! არ გაბედოთ ქალების თემაზე მორალის წაკითხვა - უჩასმაგვარებმა და მისმა „გამპრავებლებმა"! კასრების კადრებიდან უჩას პორნოგრაფიებამდე მივიდნენ, ოღონდ თავისივე ხალხი დააშანტაჟონ. ვინ გავალებთ ან რას გიხდიან ამისთანას?! და რეაქციები? შსს დაგვემუქრა, კადრებს გამოგიქვეყნებთო - ეს მართლა ამაზრზენი ხალხი, რას კადრულობენ! „ნაცზე" უფრო ამორალური ალბათ არავინ და არაფერი არსებობს. დამნაშავეების და უგარყვნილესი არსებების თავშესაფარია მართლა", - წერს წილოსანი Facebook-ზე.

ცნობისთვის, დღეს ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლე, მარიამ იაშვილი დააკავეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ბრალდებულებმა, უჩა აბაშიძემ და მისმა მეუღლემ, მარიამ იაშვილმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კუპატაძემ განაცხადა, ჩანაწერებში ფიგურირებენ საზოგადოებისათვის ცნობილი პირებიც, რომელთა გადაღებაც ხორციელდებოდა უკანონოდ, მათი ნებართვის გარეშე და შესაბამისად, ხდებოდა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×