რეზონანსი
24.06.2024

ევროკავშირის მინისტერიალზე საქართველოს საკითხზე მსჯელობას ეხმაურებიან საქართველოში. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები სწორად შეფასდება.

„იმედი მაქვს, სწორად შეფასდება საქართველოში, მის გარშემო მიმდინარე მოვლენები და ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ გაიმეორებენ იმ შეცდომას, რომელიც ერთხელ უკვე მოხდა - 2022 წლის ივნისში და არ დაჩაგრავენ საქართველოს საფუძვლების გარეშე.

ოპოზიციას აქვს მრავალწლიანი ოცნება, როგორმე ქვეყანა და ამ ქვეყნის მოქალაქეები დასანქცირებული იხილოს. ვიცით, რომ წლებია ძალისხმევას არ იშურებენ კულუარებში მუშაობისთვის, იქნება ეს ევროკავშირი თუ ამერიკის შეერთებული შტატები“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი მიმდინარეობს. დისკუსია გაიმართება საქართველოზეც. იმსჯელებენ იმ ზომებზე, რომლებიც ევროპამ გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო უნდა გაატაროს, თუმცა დღეს გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. დოკუმენტი ევროპელ ლიდერებს გადაეცემა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×