რეზონანსი
19.05.2024

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა. ოთხოზორიას დედას, ჯულიეტა ჭანტურიას სამართლის აღსრულების იმედი არ აქვს და ამბობს, რომ 8 წლის თავზეც კი მისი შვილის მკვლელი თავისუფლად დასეირნობს.

ჯულიეტა ჭანტურია ასევე აღნიშნავს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიან აქციების ძალადობრივი მეთოდებით დარბევის გამო შვილის ფოტოს შეხედვისაც კი რცხვენია. მისი თქმით, სამართალდამცავები დღეს ებრძვიან იმ ახალგაზრდებს, რომლებიც საქართველოს რუსეთისთვის დათმობას ეწინააღმდეგებიან:

"ჩემი შვილის საფლავთან ვდგავარ და მრცხვენია შვილის სურათს თვალებში ჩავხედო. იმიტომ, რომ რასაც ჩემი შვილი შეეწირა, ისეთი მოქმედებისთვის თბილისში ე.წ სამართალდამცავები გამეტებით ებრძვიან ახალგაზრდებს. ებრძვიან თავიანთი სურვილის გამოხატვის გამო. იმის გამო, რომ არ უნდათ საქართველო რუსებს დაუთმონ. არის ვინმე ისეთი ადამიანი, ვისაც გაუკვირდება, რომ რუსების მიერ მოკლული შვილმკვდარი დედები არ იყვნენ რუსების მეხოტბეები? არა რუსეთს!... ასე მგონია ჩემს შვილს ურტყამენ იმ ხელკეტს და სახეში ასხამენ წიწაკის სპრეის...8 წლის თავზეც ჩემი შვილის მკვლელი თავისუფლად დასეირნობს. გავა წლები და ალბათ, ისევ იგივე სურათი იქნება," - ამბობს ჯულიეტა ჭანტურია. მის კომენტარს "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობდა, 2016 წელს, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი ოღლიმ.  მას, საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების საფუძველზე, სასამართლომ 2017 წელს, დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა. თუმცა, დამნაშავე ამ დრომდე დაუსჯელია

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×