რეზონანსი
30.04.2024

3 წლის თაია ზოიძე, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. მცირეწლოვანი გოგონა 10 თვის წინ კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით და გულის გაჩერებით მოხვდა.

„მეგობრებო, ჩვენი პატარა ანგელოზი აღარ გვყავს.

ჩვენთვის ახლა რთულია საუბარი, თითოეულ თქვენგანს უღრმეს მადლობას გიხდით თანადგომისათვის და თაიასთვის ბრძოლაში დახმარებისათვის, თითოეული გაზიარებისათვის და გულთან მიტანილი ჩვენი განსაცდელისათვის.

დაკრძალვა სამშაბათს 14:00 საათზე, იოანე პეტრიწის 1, დიდი დიღმის 100 ათასი მოწამის ტაძრიდან.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიეთ ახლადშესვენებული თამარი“, - აღნიშულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×