რეზონანსი
15.05.2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან პარლამენტის შენობისკენ სტუდენტების მსვლელობა დაიწყო.

მიუხედავად პოლიციის მოწოდებისა, რომ მხოლოდ bus line დაეკავებინათ, სტუდენტებმა ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით შეკრული ჯაჭვით ჭავჭავაძის გამზირი ნახევრად გადაკეტეს.

მსვლელობის ორგანიზატორის ინფორმაციით, ისინი აპირებენ, რომ რუსთაველის გამზირზე მივიდნენ და აქცია გამართონ.

“არა რუსულ კანონს”, “გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს”, “არა რუსულ მთავრობას”, “წინ ევროპისკენ”, - სკანდირებენ მსვლელობის მონაწილე სტუდენტები.

მსვლელობის დაწყებამდე სტუდენტებმა საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულეს.

ინფორმაციისთვის, მსვლელობის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას აპროტესტებენ.

აღნიშნული კანონი მესამე მოსმენით საქართველოს პარლამენტმა გუშინ, პლენარულ სხდომაზე მიიღო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×