რეზონანსი
02.06.2024

პარლამენტის ყოფილი წევრი როლანდ ახალაია ლევან კვარაცხელიას „ფეისბუქ“ სტატუსს ეხმიანება, სადაც კვარაცხელია ტელეკომპანია „პოსტვ“ გადამღებ ჯგუფსა და ფორთოხლის მაღაზიის მფლობელს, ვიტალი გუგუჩიას შორის მომხდარ დაპირისპირებაზე წერს და გუგუჩიას სოლიდარობას უცხადებს.

ამასთან, კვარაცხელია აღნიშნავს, რომ ვიტალი გუგუჩიამ აღელვების ნიადაგზე შეაგინა მეგის ქარდავას, რაზეც როლანდ ახალია კომენტარს უწერს და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულ მეგის ქარდავას იცავს.

როგორც როლანდ ახალაია წერს, მასაც ცუდად მოხვდა ყურში მეგის ქარდავას გინება. მისივე თქმით, უნდა ვიფიქროთ, რომ ნერვებმა უმტყუნა.

„მეც ძალიან ცუდად მომხვდა ყურში მეგის ქარდავაზე დედის გინება და მერე არ გავაგრძელე მოსმენა. რასაც დღეს მაგას უვრცელებენ იგივე მეთოდებით გააშავეს თავის დროზე საქართველოს მტრების წინააღმდეგ მებრძოლი ბიჭები. ისრაელში კი იცვლებიან მთავრობები, მაგრამ მოსადს არავინ დევნის და ამიტომაცაა პატარა ქვეყანა ასე ძლიერი და მისაბაძი. მაინც უნდა ვიფიქროთ რომ ნერვებმა უმტყუნა. მიზანიც ხომ ეგ იყო“, - წერს როლანდ ახალაია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×