ელზა პაპოშვილი
24.06.2024

ვარკეთილში ცემით მოკლული ბიჭის საქმეზე შესაძლოა დაკავებულთა წრე გაიზარდოს. ოჯახი ამტკიცებს, რომ მთავარი დამნაშავე და ჩხუბის სხვა ფიგურანტები არ არიან დაკავებული. ისინი ამბობენ, რომ 19 წლის შაკო ისაევს სასტიკად მთელი უბანი გაუსწორდა - მას სცემდნენ როგორც კაცები, ასევე ქალები და ამ ფაქტს უამრავი თვითმხილველი ჰყავს. 

მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე მხოლოდ 3 პირია დაკავებული. ოჯახის ინფორმაციით, ხალხი სეირს უყურებდა და აზრად არავის მოსვლია, რომ პოლიციაში დაერეკა. 

შაკო ისაევთა ერთად სცემეს მისი ძმაც, რომელთან ბიჭმა დარკვა მოასწრო. ის სიკვდილს გადაურჩა და უგონო მდგომარეობაში მყოფი ძმა საავადმყოფოში თავად გადაიყვანა. 

მოკლული ბიჭის ოჯახი და ახლობლები ამბობენ,  რომ საქმეში მინიმუმ 15 -მდე ადამიანი ფიგურირებს და დაკავებულთა წრე უნდა გაფართოვდეს. 

„ეს არის წარმოუდგენელი სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა - 19 წლის სტუდენტი, რომელიც რაღაც ქუჩური მენტალიტეტის და გაგების გამო, მთელმა უბანმა სცემა. ახალ ყველა იმალება. ბავშვი ცოცხლად ჩაგვიქოლეს და ერთს არავის მოუვიდა აზრდა პოლიციაში დაერეკა. 

„უამრავი თვითმხილველი იყო. ბავშვიანი ქალები იდგნენ და სეირს უყურებდნენ. ერთ პატარა ბიჭს სცემდნენ კაცებიც და ქალებიც. ვსვამთ კითხვას - რა დააშავა 19 წლის ბავშვმა, ასე რომ გაუსწორდნენ? 

„მისი ძმა იქ იყო, მასთნა დარეკვა მოასწრო, მაგრამ ვერ უშველა. ამდენ ადამიანს როგორ გაუმკლავდებოდა ორი ბიჭი. ახლა კი ვითომ არავინ არაფერი იცის. ყველა გაჩუმებულია და იმალებინა. 

„ის, ვის გამოც მოხდა და დაიწყო ეს ყველაფერი, უბნის მაყურებელია თუ ვიღაცაა, გაქცეულია და არ არის დაკავებული. ამ საზარელ დანაშულს ჰყავს 15-მდე მაინც დამნაშავე ადამიანი. ამიტომ მოვითხოვთ, რომ მოხდეს დაკავებულთა წრის გაფართვება“, - ამბობს გარდაცლილის ერთ-ერთი ახლობელი „რეზონანსთან“  

ვარკეთილში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. 19 წლის შაკო ისაევი დღისით, შემთხვევითი გამვლელების თვალწინ, ქუჩის მაყურებლების სახელით სიკვდილმდე სცემეს. ის სიცოცხლისთვის ერთი კვირა იბრძოდა. ექიმებმა ყველაფერი სცადეს, მაგრამ გადარჩენა ვერ შეძლეს. მას მძიმე დაზიანებები თავის არეში ჰქონდა მიყენებული, რაც საბოლოდ გარდაცვალების მიზეზი გახდა. 

ამ საქმეზე მხოლოდ სამი ადამიანია დაკავებული. მგლოვიარე ოჯახი ახლა ყველა დამნაშავის გამოვლენას და მათთვის უმკაცრესი სასჯელის გამოტანას მოითხოვს, თუმცა არსებობს კიდევ ერთი დეტალი -  საბედისწერო შემთხვევის ადგილზე არცერთი სათვალთვალო კამერა არ არის დამონტაჟებული, რაც გამოძიებას სხვა სავარაუდო დამნაშავეების კვალზე გასვლას ურთულებს.  

„პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს, როგორც ვიცით, ისევ ატარებს. უბანში ყველა დაკითხეს. ამბობენ, რომ კი - ჩხუბში ქალებიც მონაწილეობდნენ. ეს იყო რაღაც სასტიკი ანგარიშსწორება. პოლიცია კითხავს ყველას და არ არის გამორიცხული, რომ კიდევ დააკავონ სხვებიც. 

„როგორც ვიცით, იქ არ არის კამერები და ამიტომ სამართალდამცველებს სჭირდებათ დრო, რომ რაღაც გაარკვიონ. თან, როცა არავინ გელაპარაკება და არავის უნდა კომუნიკაცია, ძალიან რთულია პოლიციამ ასე მალე ამდენი მოჩხუბარი ადამიანის ვინაობა დაადგინოს“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×