რეზონანსი
17.05.2024

„ქართულ ოცნებას" პოზიციების შერბილება თავად სჭირდება. მათთვის ეს პროცესიდან გამოძრომა იქნებოდა, - ამის შესახებ პარტია „გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ხვიჩიას თქმით, „ხელისუფლება იძულებულია კანონპროექტი უკან გაიწვიოს".

„მათთვის კანონის ძალაში შესვლას უარესი შედეგი მოჰყვება. ვენეციის კომისიაში რომ ვიყო, გავგიჟდებოდი, ასეთი რაღაცები რომ მომდიოდეს. ვენეციის კომისიას რასაც ვუშვებით, ეს ნორმალური არ არის", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, ხვიჩიას კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს საკითხზეც დაუსვეს კითხვა, რაზეც მან აღნიშნა:

„პრეზიდენტს რაც შეეხება, ისეთი თამაშია, სადაც ყველა დეტალი მეც არ მესმის. ვეტო არგუმენტირებული და დასაბუთებული ვიცი. ისეთი დასაბუთებაცაა შესაძლებელი, საიდანაც „ქოცები" ვერ გამოძვრებიან, მაგრამ შეიძლება, ხალხი სხვა წიგნებსაც კითხულობს, რაც მე არ წამიკითხავს", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მესამე მოსმენით 15 მაისს მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 12 მაისს განაცხადა, რომ კანონპროექტს ვეტოს დაადებს: „ვეტოს წარმოვადგენ, მაგრამ არცერთ მანიპულაციაში არ შევალ და არ დავიწყებ თამაშებს, რადგან ამას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს, ხალხში გაუგებრობა შემოიტანოს".

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა 15 მაისს ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ ბრიფინგზე ვეტოსთან დაკავშირებით განაცხადა: „მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს ავუხსენი, რომ ვეტოს დადებით ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში არ შევიდოდი, არა და არასოდეს".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×