რეზონანსი
17.05.2024

დღევანდელი მილიონიანი მარშის შემდეგ გაქრა რაიმე ტიპის რეფერენდუმის ჩატარების საჭიროება ამ ქვეყანაში. მთავარში დავრწმუნდით: მამულის, ენისა და სარწმუნოების მისამართით მცირეოდენი საფრთხის შეგრძნება და ქუდზე კაცი გამოვა ყოველგვარი დამატებითი ძალისხმევის გარეშე, - წერს „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ქართველიშვილი წერს, დღევანდელი მილიონიანი მარში ოპოზიციური მედიის ერთუჯრედიანმა პიარ-ტექნოლოგებმა მომენტალურად შერაცხეს „პრორუსულ მსვლელობად" და ამ სისულელით საკუთარ ნარატივზე განახორციელეს „საკონტროლო გასროლა": როგორ შეიძლება მილიონი „პრორუსი" ამავდროულად NATO-ს მომხრე (80%) იყოს ამ ქვეყანაში. სადღაც აშკარად ცრუობთ და ჩამოყალიბდით - სად.

„ოჯახის სიწმინდის აღსანიშნავი დღე, ჩვენი მილიონიანი მარში, რომელმაც სრულიად საქართველო მოიცვა - საქილიკო თემა შეიძლება გამხდარიყო მხოლოდ საკუთარი არასრულფასოვნების კომპლექსების ნიადაგზე. ძნელია მენტალურად „ნორვეგიელის" (პირობითად) ყოველდღიური შეხება მენტალურად სულ სხვა ფასეულობების მქონე ქვეყანასთან. არა იმიტომ, რომ ნორვეგიის წინააღმდეგ მაქვს რამე - უბრალოდ ძნელია.

დღევანდელი მილიონიანი მარში ოპოზიციური მედიის ერთუჯრედიანმა პიარ-ტექნოლოგებმა მომენტალურად შერაცხეს „პრორუსულ მსვლელობად" და ამ სისულელით საკუთარ ნარატივზე განახორციელეს „საკონტროლო გასროლა": როგორ შეიძლება მილიონი „პრორუსი" ამავდროულად NATO-ს მომხრე (80%) იყოს ამ ქვეყანაში. სადღაც აშკარად ცრუობთ და ჩამოყალიბდით - სად.

დღევანდელი მილიონიანი მარში იყო მაგალითი იმისა, თუ რომელი ფასეულობების დაცვას შეუძლია ამ ქვეყანაში, მის ყველა რეგიონში, მომენტალურად, ყოველგვარი ორგანიზაციის თუ მოსყიდვის გარეშე - ქუჩაში, ტაძრებთან მილიონი ქართველი გამოიყვანოს. და რა ძნელია მოგონილი, სიცრუეზე, ფეიკზე და დეზინფორმაციაზე აგებული ლოზუნგებით ან ეროვნული ლიდერი გაიჩინო საკუთარ რიგებში, ან ილუზორულ ქარის წისქვილებს შეებრძოლო.

დღევანდელი მილიონიანი მარშის შემდეგ გაქრა რაიმე ტიპის რეფერენდუმის ჩატარების საჭიროება ამ ქვეყანაში. მთავარში დავრწმუნდით: მამულის, ენისა და სარწმუნოების მისამართით მცირეოდენი საფრთხის შეგრძნება და ქუდზე კაცი გამოვა ყოველგვარი დამატებითი ძალისხმევის გარეშე. დღეს ერთმა ძალიან ჭკვიანმა ახალგაზრდამ, საინტერესო დასკვნა გამიზიარა: დღეს საქართველოში კონსერვატიზმმა - ლიბერალიზმი დაამარცხაო...", - წერს დავით ქართველიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×