ლადო ბურდულს 21 ივნისს, საკუთარი სკუტერით ავარია მოუვიდა. როგორ გრძნობს მუსიკოსი ახლა თავს და რა მოხდა 5 დღის წინ? მუსიკოსი "ამბებს" ესაუბრა:
"მუხრუჭმა მიმტყუნა და მიწაზე მოვსრიალდი, იქ, ვფიქრობ რაღაც სამშენებლო მასალა ეყარა. დიდი მანქანებიდან რომ ცვივა ხოლმე... ისე მოხდა, რომ ცხვირი ბეტონს დავარტყი. არადა, სახლში ოქროყანაში მოვდიოდი. ჩვეულებრივი გზა იყო, საცობი, მანქანები, როგორც ვთქვი, მშვიდად ვმოძრაობდი.
ცხვირი მომძვრა საერთოდ. მიმაკერეს... ხალხი გვერდით დამიდგა, ბედად იქ შორეული მეგობარი აღმოჩნდა, რომელმაც საავადმყოფოში მიმიყვანა. მოკლედ გადავრჩი, თუმცა დარტყმა ჩემთვის მოულოდნელი და ძლიერი აღმოჩნდა. სახის ძვლები მაქვს მრავალჯერადი გატეხილობებით. ერთ-ერთი რთულია იმ თვალსაზრისით, რომ თვალთანაა და არ უნდა დაიძრას, სიფრთხილეა საჭირო. ახლა ერთი თვეა რთული, რომ ეს ყველაფერი მორჩეს და ასე შევინარჩუნო. თან ხაზოვანი ნატეხებია.
ნამდვილად უფალმა გადამარჩინა... ერთხელაც მქონდა ასეთი მძიმე შემთხვევა. სამი წლის წინ, კახეთის გზატკეცილზე ავტობუსს დავეჯახე... იქაც რაღაც ისეთი პრობლემა შეიქმნა, მეგონა, ავტობუსი გაჩერდებოდა და ვერ გაჩერდა... მართლა ძალიან ცუდად ვიყავი. მაშინ მთელი ნეკნები ჩამტვრეული მქონდა და მყესები გადაგლეჯილი... ყველაზე მეტად ის მომწონს, როცა რეანიმაციაში მივყავართ, ჩემი დანახვა ყველას უხარია. ჯერ სანამ დამინახავენ, ტრაგიკული სახით არიან და მერე რომ შემომხედავენ, - უი, ლადო ბურდული, - არის ასეთი შეძახილები.
ყველა მეუბნება მანქანაზე გადაჯექიო. გადავჯექი, მაგრამ მივხვდი, მანქანა ჩემი არ არის. 7 თუ 15 ავარია გავაკეთე. სადაც ლამაზ გოგოს დავინახავდი, თავს ვატრიალებდი და რაღაცას ვეჯახებოდი. მოტოციკლეტთან შიდა დიალოგი მაქვს... როცა მასზე ზიხარ, იცი, რომ პირდაპირ სიკვდილ-სიცოცხლეზეა ლაპარაკი..." - განაცხადა მომღერალმა.
ambebi.ge
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე