რეზონანსი
24.06.2024

გაუჩინარებული პროფესორი გარდაცვლილი იპოვეს - გიორგი გახელაძის ცხედარი კუს ტბის სიახლოვეს აღმოაჩინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელი პერიმეტრი ახლა ყვითელი ლენტებით აქვს შემოსაზღვრული. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

აქვს თუ არა ცხედარს დაზიანებები - სამართალდამცავების თქმით, ეს ინფორმაცია მათ არ აქვთ.

"ამ ტბის გარშემო არ იყო ასეთი აღნიშნული. ინფორმაცია არ გვაქვს, ეგეთი რაღაც არ ყოფილა," - ამბობს ერთ-ერთი სამართალდამცავი.

გახელაძის ცხედარს ექსპერტიზისთვის სამხარაულის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. უახლოეს საათებში გამოძიება პირველად ვერსიას იტყვის - გაირკვევა, რა გახდა სიკვდილის მიზეზი. პროფესორის ცხედარი მისმა ძმამ ლევან გახელაძემ ამოიცნო.

კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია მოხალისეებმა ოჯახის წევრებთან ერთად 21 ივნისს დაათვალიერეს. 57 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოებში 100-მდე მოხალისე იყო ჩართული, ისინი 5-5 ჯგუფად იყვნენ გადანაწილებული და ეძებდნენ პროფესორს.

შსს გამოძიებას ისევ გატაცების მუხლით აწარმოებს გამოძიებას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×