რეზონანსი
18.06.2024

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მის შემცვლელად არჩევის მაღალი შანსი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს აქვს. აღნიშნული განცხადება სტოლტენბერგმა ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ამასთან, სტოლტენბერგის თქმით, როგორც წესი, თავს იკავებს მის შემცვლელზე კომენტარის გაკეთებისგან, რადგან თავად არ ირჩევს მას.

„უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის დღევანდელი განცხადების შემდეგ, ვფიქრობ, აშკარაა, რომ ალიანსში ძალიან ახლოს ვართ შემდეგი გენერალური მდივნის არჩევასთან", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, მარკ რუტე ძალიან კარგი კანდიდატია, რადგან პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დიდი გამოცდილება აქვს.

„ის ჩემი ახლო მეგობარი და კოლეგაა. ამიტომ, ვფიქრობ, ალიანსი ძალიან მალე შეჯერდება ჩემ შემცვლელზე. ეს ყველასთვის, ნატო-სთვის და მათ შორის ჩემთვისას კარგი იქნება", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×