რეზონანსი
17.05.2024

საქართველოს მიმართ სანქციებს, როგორც ზემოქმედების ბერკეტს, აქამდე რუსეთი იყენებდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სანქციების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართველ ხალხზე ასეთი ზემოქმედება და შანტაჟი არ მოქმედებს.

„საქართველოს მიმართ სანქციებს, როგორც ზემოქმედების ბერკეტს, აქამდე რუსეთი იყენებდა. თუკი ვინმეს უნდა საქართველოს მიმართ რუსეთის გზას დაადგეს და ბერკეტად გამოიყენოს სანქციებზე გადაწყვეტილებები, ეს მათი გადასაწყვეტია. ამ გზაზე წარმატებებს ვუსურვებ. ქართველი ხალხის მიმართ აქამდე სანქციებს და შეზღუდვებს, როგორც ზემოქმედების ინსტრუმენტს რუსეთი იყენებდა. თუკი ვინმეს უნდა, რუსული მეთოდებით მოახდინოს ქართველ ხალხზე გავლენა, ზუსტად იმ პასუხს მიიღებს, რასაც რუსეთი ქართველი ხალხისგან იღებდა. ქართველ ხალხზე ასეთი ზემოქმედება და შანტაჟი არ მოქმედებს. ჩვენ რუსეთი ხან ემბარგოს გვადებდა, ღვინო ვერ გაჰქონდა ქართველ გლეხს, ხან რა იყო და ხან რა. ქართველი ხალხის მიმართ სანქცია უდრის საქართველოს მიმართ სანქციას. ის, ვინც ქართველ ხალხს სანქციას დაუწესებს, რუსულად მოიქცევა",- განაცხადა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×