რეზონანსი
21.05.2024

ნიკა გვარამია და ნიკა მელია უცხოეთში გაემგზავრნენ. "კურიერის" ინფორმაციით, პარტია "ახალის" ლიდერები დავით კეზერაშვილთან შესახვედრად წავიდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, გვარამია-მელიას კეზერაშვილთან შეხვედრის თემა, მიმდინარე მოვლენები და საპროტესტო აქციები იქნება. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი პროტესტის შედეგით და დახარჯული თანხებით უკმაყოფილოა.

როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა აცხადებს, ცალკეული პოლიტიკოსების უცხოეთში ვიზიტებზე ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა ზუსტად იცის, რომ ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს.

"ოპოზიცია, დემოკრატიული ძალები აპირებს გაერთიანებას. ამისთვის ჩვენ ვმუშაობთ. არ ვიცი ცალკეული პოლიტიკოსები სად მიდიან ან მოდიან. ერთი ვიცი, ჩვენ გვაქვს კონკრეტული დღის წესრიგი. ვიზიტზე ვერაფერს ვერ გიპასუხებთ, ვინ სად მიდის და მოდის მე არ ვიცი, თუმცა ერთვი ვიცი, რომ ოპოზიცია აუცილებლად უნდა გაერთიანდეს", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

რუსთავი 2

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×