რეზონანსი
14.06.2024

ევროპის ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ მზადება აქტიურ ფაზაში გადავიდა. შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა საფეხბურთო ატრიბუტიკაზე.

ამ დროისთვის ეროვნული ნაკრების ოფიციალური მაისურის ღირებულება სხვადასხვა ონლაინ მაღაზიაში 200-იდან 220 ლარამდე მერყეობს, საშინაო მაისური კი 60-იდან 200 ლარამდე. შედარებით იაფია გასული სეზონების სათამაშო და ოფიციალური ფორმები. საშუალოდ, 120 ლარამდე.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ონლაინ მაღაზიაში ოფიციალური სათამაშო მაისურების მარაგი ამ დროისთვის ამოწურულია.

შეგახსენებთ, რომ ისტორიაში პირველად, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. „ევრო 2024" გერმანიაში, 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება, ფინალი კი ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე" შედგება. რაც შეეხება საქართველოს ნაკრების თამაშებს, თურქეთის წინააღმდეგ თამაში 18 ივნისს შედგება, ჩეხეთს 22 ივნისს დაუპირისპირდება, ხოლო პორტუგალიას 26 ივნისს.

წყარო: bpn.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×