ელზა პაპოშვილი
05.06.2024

იწყება თუ არა უკრაინის ომის ახალი ეტაპი? - უკრაინას შეუძლია, დასავლური რაკეტები გაუშვას რუსეთის ტერიტორიაზე, ეს კი ანალიტიკოსების აზრით, ფრონტის ხაზზე ბევრ რამეს შეეცვლის. 2023 წლის 10 მაისს რუსეთმა დაიწყო მასიური სახმელეთო შეტევა ხარკოვის მიმართულებით, გახსნა ახალი ფრონტი და დაიკავა რამდენიმე დასახლებული პუნქტი. 

რუსეთის შეტევა სერიოზულ საფრთხედ იქცა ხარკოვისთვის, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქისთვის, რომელიც საზღვრიდან სულ რაღაც 30 კილომეტრში მდებარეობს. მასზე შეტევა კი ამ ეტაპზეც გრძელდება და არსებობს საფრთხე რომ რუსეთი ხარკოვის აღებას შეძლებს. 

ამიტომ სამხედრო მიმომხილველების თქმით, ამ რეგიონში რუსეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვარი ფაქტობრივად ემთხვევა ფრონტის ხაზს, რის გამოც, დასავლური იარაღის გამოყენების აკრძალვამ, რუსეთის ჯარებს უსაფრთხო წინსვლის შესაძლებლობა მისცა. თუმცა, უკრაინისა და სხვა ევროპული ქვეყნების მზარდმა ზეწოლამ თეთრი სახლი აიძულა შეეცვალა თავისი პოლიტიკა, რომელიც უკრძალავდა კიევს რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღით იერიშის მიტანას. ამიტომაც 31 მაისს უკრინას მიეცა მოკავშირეებს მხრიდან მათი იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება. 

გასულ კვირას უკრაინის არაერთმა მოკავშირემ განაცხადა, რომ კიევს შეუძლია გამოიყენოს მათ მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეებზე დატყმებისთვის და თავის დასაცავად.   

ორშაბათს უკრაინულმა მხარემ კი განაცხადა, რომ მათ წარმატებით დაარტყეს რუსულ S-300-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემას დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებით რუსეთის ტერიტორიაზე. 

"მშვენივრად იწვის. ეს არის რუსული S-300. რუსეთის ტერიტორიაზე. მტრის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენების ნებართვიდან პირველი დღეები", - დაწერა ვიცე-პრემიერმა, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა და სოციალურ ქსელში ფოტოც გაავრცელა.

მას არ დაუკონკრეტებია დარტყმისთვის კონკრეტულად რა ტიპის იარაღი გამოიყენეს.  

"მხოლოდ ამ კვირაში რუსულმა ჯარებმა თითქმის 1000 დარტყმა განახორციელეს," - ამის შესახებ კი უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს და აღნიშნავს, რომ მშვიდობის მისაღწევად რუსეთზე ისეთი ზეწოლაა საჭირო, რადგან მას ადაპტაციის დრო არ ჰქონდეს. 

"ადამიანთა სიცოცხლის სრული უგულებელყოფა და მუდმივი ტერორი არის ის, რის გავრცელებასაც ცდილობს რუსეთი.

მხოლოდ ამ კვირაში რუსულმა ჯარებმა განახორციელეს თითქმის 1000 დარტყმა სხვადასხვა ტიპის რაკეტების, მართვადი საჰაერო ბომბებისა და საბრძოლო თვითმფრინავების გამოყენებით.

უკრაინაში სიცოცხლის დაცვა საკმარისი რაოდენობის საჰაერო თავდაცვის სისტემებით, ჩვენი ჯარისკაცების უზრუნველყოფა საჭირო დიაპაზონის იარაღით და ზეწოლა ტერორისტულ სახელმწიფოზე ისე, რომ რუსეთს არ ჰქონდეს ადაპტაციის დრო, ეს არის მშვიდობასთან დაახლოების გზა.

რუსულმა ტერორმა უნდა წააგოს. მსოფლიოს შეუძლია ამის უზრუნველყოფა," - წერს ზელენსკი.   

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი არ თვლის, რომ შესაძლებლობა, რომელიც გაუჩნდა უკრაინას, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებს გერმანიის მიერ მიწოდებული იარაღით დაარტყას, ესკალაციას გამოიწვევს.

”გერმანული იარაღის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენება ესკალაციის საფრთხეს არ ქმნის. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, საუბარია დიდი ქალაქების, მაგალითად, ხარკოვის დაცვის შესაძლებლობაზე”, - აღნიშნა შოლცმა მედიასთან საუბარში.

მისი თქმით, გადაწყვეტილება კიევისთვის გერმანული იარაღის გამოყენების უფლების მინიჭების შესახებ საგულდაგულოდ იყო გააზრებული გერმანიის მეგობრებთან და მოკავშირეებთან თანამშრომლობით.

უკვე ცნობილია, რომ გერმანიის მთავრობამ ნება დართო უკრაინას, გერმანიის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთში სამიზნეებზე დასარტყმელად გამოიყენოს. გერმანიის მთავრობაში განმარტავენ, რომ ამ საკითხზე მათი პოზიციის ცვლილება ხარკოვის ოლქში რუსული არმიის თავდასხმების მზარდი სიხშირითაა გამოწვეული.

 „უკრაინას უფლება აქვს, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, დაიცვას თავი ამ თავდასხმებისგან“, - აღნიშნა გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა, შტეფენ ჰებესტრეიტმა.   

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე ამბობს, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინამ მოკავშირეების და ამერიკელების  მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს. ბერიძე ამბობს, რომ რუსები ახლა ხარკოვზე შეტევას ახორციელებენ და რუსეთის ტერიტორიას იყენებენ პლაცდარმად, რათა უკრაინის ტერიტორიის დაბომბვა მოხდეს. პოლკოვნიკი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ამიტომ ამერიკული და სხვა ნებისმიერი იარაღის ამ მიზნით გამოყენება მიზანშეწონილი და აუცილებელია. 

„რუსეთი და ჩინეთში მათ შორის, რომელიც ირიბად ამ ომში ჩართულია, დასავლეთის აქამდე  აი ამ მიდგომას, რომ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმა არ შეიძლებოდა, სათავისოდ იყენებენ. არადა ჩინეთი სრულიად სხვანაირად იქცევა და მიუხედავად იმისა, რომ არ შეიძლება რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა, მაინც აძლევს. ტექნოლოგიებს და ფულსაც აწვდიან.  საქმე - საქმეზე კი რომ მიდგება იძახიან, რომ ამას არ აკეთებენ. წარმოსახვითი ვითომ წესებით თამაში და მისი შესურლება, ძალიან რთულ სიტუაციაში აგდებს უკრაინასაც და დასავლეთსაც. 

„სხვაგვარად ხარკოვის გდარჩენა გაჭირდება, რადგან ქალაქში სამოქალაქო ობიექტებს რუსები უკვე არტილერიით მიწვდებიან. ამიტომ უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ დასავლეთის მიერ მიცემული იარაღი დასავლეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს. 

„ფაქტია რომ რუსებმა იგივე სარაკეტო და უპილოტო იარაღის წარმოება შეძლო. ამიტომ ამ ყველანაირ უპირატესობას ტექნოლოგიების და კომპონენტების მხრივ რუსეთს ჩინეთი აძლევს. იგივე შეიძლება ითქვას ირანზე. უბრალოდ ამის დადასტურება შეუძლებელია. მთლიანი დასრულებული სახე აქვს რუსულის. სინამდვილეში კი კომპონენტების მხრივ არის ჩინური  ან სხვა ქვეყნის  წარმომავლობის“,-ამბობს ბერიძე. 

მისივე თქმით, დასავლური იარაღის უპირატესობა  არის ის, რომ ის ზუსტია. ბერიძე ამბობს, რომ მას შეუძლია სიღრმეში ზუსტი დაზიანების მიყენება. ამიტომ ის ობიექტები, რაც ლოჯისტიკური მომარაგებისთვის გამოიყენება ძირითადად რუსეთის ტერიტორიაზეა  განლაგებული,ამიტომ მათი დაზიანება მნიშვენლოვანია.   

„რაც შეეხება საუბარს  იმაზე, რომ რუსეთს პარტნიორები იარაღს აწვდიან, კი ბატონო აწვდიან და აქ დამალული არაფერი არ არის. ირანული წარმოების დრონებს რუსული სახელი დაარქვეს და ვითომ მას თავად აწარმოებენ. ჩრიდილოკორეული რაკეტებით კი უკრაინის დაბომბვას ახორციელებენ. დემოკარტიული სამყარო ასეთია, რომ დისკუსიაა საჭირო, სადაც ყვეელა მხარე იქნება ჩართული. ვაშინგტონში ორ ბანაკად არიან გაყოფილები, ერთი ჯგუფი ამბობს, რომ საჭიროა რუსეთთან დაკავშირებით ფრთხილი მიდგომა, რაც გარანტირებულად გრძელვადიან ომს გვაძლევს და დიდ მსხვერპლს. არის მეორე ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ უკრაინას აუცილბელად სწრაფად უნდა მივცეთ იარაღი, რომ მან გამარჯვების მოპოვება შეძლოს. ეს არის ერთადერთი ნორმალური გზა, რათა ეს კონფლიქტი დასრულდეს“,-ამბობს ბერიძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×