რეზონანსი
21.05.2024

ხელისუფლება ეუბნება აშშ-ს: ყოველგვარი პირობების გარეშე მოგვეცი ამერიკული სიკეთეებიო - ძვირფასო ხელისუფლებავ, კარგად დათვალეთ, თქვენი მოსატყუებელი კბილები რამდენი და როდის გამოიცვალა ამერიკამ, - ამის შესახებ სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც გამოცემა Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე "ქართული ოცნების" პასუხს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, უტიფრობის კიდევ ერთი მასტერკლასი ვნახეთ “ქართული ოცნებისგან”.

„აშშ-ის მისამართით გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: "აშშ საქმით დაამტკიცებდა, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, კერძოდ, ყოველგვარი პირობების გარეშე, საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციას მიანიჭებდა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გააფორმებდა".

ხელისუფლება ეუბნება აშშ-ს: ყოველგვარი პირობების გარეშე მოგვეცი ამერიკული სიკეთეებიო. ჩვენ დავაწიოკებთ სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციურ პარტიებს და კრიტიკულ მედიას, გამოვაცხადებთ აგენტებად და ქვეყნის მტრებად ყველას, ვისაც არ მოვწონვართ, ჯიბეში ჩავისვამთ სასამართლოს, მშვიდობიან პროტესტებს დავარბევთ, უმცირესობებს საჯარო არსებობას ავუკრძალავთ, კორუფციაში ჩავეფლობით, მაგრამ, ამის მიუხედავად, კეთილი ინებზე და უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა მოგვეციო. ბურთი მხოლოდ თქვენს მოედანზეაო.

ჰოდა, ძვირფასო ხელისუფლებავ, კარგად დათვალეთ, თქვენი მოსატყუებელი კბილები რამდენი და როდის გამოიცვალა ამერიკამ და არა მხოლოდ ამერიკამ, არამედ, პირველ რიგში, ქართულმა საზოგადოებამ.

და იქნებ იმაზეც გეფიქრათ, რამდენად დააკმაყოფილებს თქვენი პასუხი ყოველ მეხუთე ოჯახს საქართველოში, რომელიც ამერიკიდან მათი წევრების მიერ გამოგზავნილი ფულით სულდგმულობს”,- წერს კაჭკაჭიშვილი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×