რეზონანსი
14.06.2024

ჩვენი მთავრობა პატივს სცემს და ყველაფერს აკეთებს, რომ ღირსებით, სუვერენიტეტით შევძლოთ საგარეო პრიორიტეტების მიღწევა და ამის პარალელურად, ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც არის საფუძველი ყველა მიღწევის, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოში წლიური ანგარიშის წარდგენისას.

თორნიკე რიჟვაძემ მისასალმებელი სიტყვა რეგიონის მიღწევებზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ მაქსიმალური კეთდება, რათა ღირსებით და სუვერენიტეტის დაცვით დავუახლოვდეთ ევროპულ ოჯახს და პარალელურად ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც არის საფუძველი ყველა მიღწევისა თუ წარმატებისა.

„სულ ახლახან ბათუმი დასახელდა ევროპის წამყვან საინვესტიციო ქალაქად, ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია განხორციელდება ჩვენს ქალაქში, კიდევ უფრო მეტი პროექტი განხორციელდება, კიდევ უფრო მეტი სამუშოა ადგილი შეიქმნება და რაც ყველაზე მთავარია, კიდევ უფრო მეტი კეთილდღეობა შეიქმნება ჩვენი მაცხოვრებლებისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს არ არის ბოლო და ერთადერთი აღიარება, რადგან, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ბათუმმა ნამდვილად დაიმკვიდრა როგორც ევროპის ტურისტულ, ასევე ბიზნეს რუკაზე თავისი ღირსეული ადგილი. ევროპელი ვიზიტორები, ასევე ჩვენი პარტნიორები აღიარებენ, რომ ბიზნესის თავისუფლების ხარისხი, ის დემოკრატიული წეს-წყობილება, ძალიან ძვირფასი, მდიდარი, ევროპული მემკვიდრეობა, რომელიც ამ ქალაქს ახასიათებს, ნამდვილად გამოარჩევს მას.

ბოლო რამდენიმე წელია უკვე ბათუმი და აჭარა აღიარდა როგორც ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება ევროპაში და ასევე, შარშან ჩვენმა ულამაზესმა სტადიონმა ამერიკაში მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო და დარწმუნებული ვარ ეს მომავალშიც გაგრძელდება. როგორც ინვესტორები, ვიზიტორები ახასიათებენ ჩვენს ქალაქს, მიმზიდველს, როგორც ბიზნესის თავისუფლების კეთების კუთხით, ასევე ინვესტიციების დაცულობის კუთხით, ასევე მთავრობის გამჭვირვალობით. რა თქმა უნდა, ეს არის ის ფუძემდებლური პრინციპები, რომლითაც შესაძლებელი გახდა ის ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატიული გარდატეხა რასაც თითოეული ჩვენი მოქალაქე ხედავს ბოლო 12 წლის განმავლობაში და სწორედ რისი შედეგიც არის ის მიღწევები რომელიც გვაქვს - იქნება ეს ეკონომიკური ზრდა, იქნება ეს ახალი სამუშაო ადგილები, იქნება ეს სიღარიბის განახევრება, როგორც ეროვნულ ასევე რეგიონულ დონეზე. ასევე, რა თქმა უნდა ის პერსპექტივა, რომელიც კიდევ უფრო გვაახლოებს ჩვენი სუვერენიტეტის დაცვით ევროპულ ოჯახთან. ეს არის ის არჩევანი რომელსაც ჩვენი მთავრობა პატივს სცემს და ყველაფერს აკეთებს, რომ ღირსებით, ჩვენი სუვერენიტეტით შევძლოთ საგარეო პრიორიტეტების მიღწევა და ამის პარალელურად, ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც არის საფუძველი ყველა იმ მიღწევის რაც აქამდე ჩამოვთვალე", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის თავმჯდომარემ, ასევე, თითოეულ ქართველს იოანე ზოსიმეს ხელნაწერის დაბრუნება მიულოცა ჩვენს ქვეყანაში.

„მინდა მოგილოცოთ და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის უდიდეს მეცენატს, ჩვენი პარტიის დამფუძნებელს ბატონ ბიძინა ივანიშვილს ეს არის ნამდვილად ღირსეული და ეროვნული საქმე, რომელიც კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს ჩვენს ეროვნულ ფასეულობებს", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ქართველ ფეხბურთელებს, რომლებმაც პირველად საქართველოს ისტორიაში, ჯგუფური შესარჩევი ეტაპი გადალახეს, წარმატებები უსურვა ევროპის ჩემპიონატზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×