რეზონანსი
19.05.2024

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე ვეტოს დადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ბოჟაძის თქმით, მას არ სურს, ნიკა გვარამიას დაეთანხმოს ზურაბიშვილის შეფასებაში, თუმცა, "ფაქტია, რომ პრეზიდენტი "ნაცმოძრაობის" დეპოში იმყოფება".

"ძალიან არ მინდა დავეთანხმო, გვარამიას სალომე ზურაბიშვილის შეფასებებში. რა ვეტო, რა მოტივირებული შენიშვნები, რა "რუსულო კანონი?" რას დაგამსგავსათ "გლობალური ომის პარტიამ"? დეპოში ხართ ქალბატონო სალომე, დეპოში, კოლექტიური ნაცმოძრაობის დეპოში!

#მშვიდობადაწარმატებებისაქართველოს #ღირსებითევროპისკენ #წინევროპისკენ #EuropeanUnion" - წერს ბოჟაძე

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×