რეზონანსი
19.05.2024

უკრაინის შეიარაღებული საზღვაო ძალების ცნობით, 19 მაისის ღამეს განადგურებულია რუსული სამხედრო ტრალერი კოვროვეცი.

ტრალერი სპეციალური დანიშნულების სამხედრო გემია, რომლის მიზანი საზღვაო ნაღმების პოვნა და განადგურებაა. 

განადგურებული გემი მოდიფიცირებული იყო და საბჭოთა წინამორბედებისგან განსხვავებით თანამედროვე და მეტად სრულყოფილი ტექნიკით იყო აღჭურვილი.

კოვროვეცის სიგრძე 61 მეტრია, ხოლო ეკიპაჟის რაოდენობა თითქმის 70 ადამიანს შეადგენს.

ამ ეტაპზე რუსულ მხარეს გემის ჩაძირვასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×