რეზონანსი
19.05.2024

თეა წულუკიანმა უცხოელი დიპლომატების თბილისში მიმდინარე აქციებში ჩართულობა შეაფასა. კომენტარი ამ თემაზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა „იმედის კვირასთან" საუბრისას გააკეთა.

„როდესაც ჩვენ ვხედავთ უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, რომლებიც ჩამოდიან ვიზიტით საქართველოში და მთავრობის საწინააღმდეგო აქციას უერთდებიან, ეს არის ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევა, რომელიც ასეთ შემთხვევებში რელევანტურია. ეს არის მასპინძელი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფა და მის შიდა საქმეებში პირდაპირ ჩარევა. აქ უკვე მცდელობასთან აღარ გვაქვს საქმე. პირდაპირ იფიქრებ ადამიანი, რომ ეს ის ხალხი და იმ ხალხის წარმომადგენლები შეუერთდნენ სტუმრად ჩამოსულნი ხელისუფლების წინააღმდეგ აქციას, რომლებიც მანამდე კულუარებიდან ცდილობდნენ ემართათ რევოლუციური პროცესები საქართველოში და როდესაც ეს არაერთი მცდელობა ჩაიფუშა, შემდეგ უკვე იძულებულები გახდნენ თავიანთ მსახიობებთან ერთად, როგორც რეჟისორები გამოსულიყვნენ სცენაზე", - განაცხადა წულუკიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×