რეზონანსი
17.06.2024

2024 წლის მარტში ლიბერთიმ "რე|ბანკის" პროდუქტი "ტოპ|ქარდი" და საცალო საკრედიტო პორტფელი შეიძინა. "ტოპ|ქარდის" ლიბერთის სისტემაში ინტეგრაციის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდა და წარმატებით დასრულდა. შედეგად, მომხმარებლების არსებული აქტიური ანგარიშები ავტომატურად ხელმისაწვდომი გახდა ლიბერთიში და უცვლელი დარჩა როგორც დამტკიცებული ლიმიტები, ასევე პროდუქტის პირობები. 

ლიბერთის გუნდმა დამატებით სიახლე - ციფრული  "ტოპ|ქარდი" შესთავაზა მომხმარებლებს და ბარათის განახლება ციფრულ ფორმატშიც გახდა შესაძლებელი. ციფრული "ტოპ|ქარდის" აღება ლიბერთის ინტერნეტ და მობაილ ბანკში სულ რამდენიმე წამშია შესაძლებელი.

მომხმარებლებს, რომლებიც აქამდე არ სარგებლობდნენ "ოპ|ქარდით" მისი აღება შეუძლიათ როგორც ლიბერთის ნებისმიერ ფილიალში, ასევე პარტნიორ ობიექტებში - ლიბერთის განვადების მენეჯერებთან და დისტანციურად, ახალი ვებ გვერდის საშუალებით: https://libertycredit.ge/, სადაც ასევე ხელმისაწვდომია დეტალური პირობები და 3000-ზე მეტი პარტნიორი ობიექტის ჩამონათვალი.

„ლიბერთის გუნდისთვის "ოპ|ქარდის"შეძენა, უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად ჩამოყალიბების გზაზე კიდევ ერთი სტრატეგიული ნაბიჯი იყო. ლიბერთის საცალო მიმართულება დინამიურად ვითარდება, ძლიერდება გუნდი, იქმნება მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებული ახალი პროდუქტები და შეთავაზებები, რომელთა შორის "ტოპ|ქარდი" მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს, მიგრაციის პროცესის უმოკლეს დროში წარმატებით დასრულებისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ "ტოპ|ქარდის" მომხმარებლებს საუკეთესო გამოცდილება შევუქმნათ“, - აღნიშნა ბექა გოგიჩაიშვილმა,  ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

ლიბერთის შესახებ:

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4,500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×