რეზონანსი
03.07.2024

ნატო-ს წევრებმა უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, ვაშინგტონის სამიტამდე ერთი კვირით ადრე, ნატო-ს მოკავშირეები ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის წინადადების შესახებ შეთანხმდნენ, რომელიც მომავალ წელს 40 მილიარდი ევროს ოდენობის უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსებას ითვალისწინებს.

ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერები შეთანხმებას ხელს 9-11 ივლისს ვაშინგტონში გასამართ ალიანსის სამიტზე მოაწერენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×