რეზონანსი
17.06.2024

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ევროპისთვის სერიოზული შედეგების შესახებ ისაუბრა, თუ უკრაინა არ მიიღებს საკმარის მხარდაჭერას რუსეთის წინააღმდეგ თავის დასაცავად.

ბერბოკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ უკრაინის დახმარება შეწყდება, ევროკავშირი შეიძლება დადგეს იმ ფაქტის წინაშე, რომ რუსული ჯარი მის საზღვრებთან იქნება.

„თუ ჩვენ არ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, პუტინის ჯარი პოლონეთის საზღვართან შეიძლება აღმოჩნდეს. ომი სწრაფად აღმოჩნდება ევროკავშირისა და ნატოს ტერიტორიაზე", - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

„საბოლოო ჯამში, საუბარია ერთ რამეზე: უკრაინის მხარდაჭერა ასევე გვაშორებს ომს", - დასძინა ანალენა ბერბოკმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×