რეზონანსი
18.05.2024

როგორი ოპოზიციონერიც არ უნდა იყო, უნდა გქონდეს მორალური კრიტერიუმები და შენი განცხადებებით საკუთარი ქვეყანა არ უნდა დააზიანო - ეროვნული ბანკი ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენი ფინანსური სტაბილურობა შენარჩუნდეს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ „დღის ქრონიკაში" ჩართვისას განაცხადა.

„ჩვენი სისტემა არის მდგრადი, მომზადებული, არის ფინანსურად ძლიერი. ჩვენ წლებია ამაზე ვმუშაობთ, რომ ჩვენი ეკონომიკა და საფინანსო სექტორი ასე ძლიერია. საკმარისი ბუფერები არის დაგროვილი და სწორედ მსგავსი ვნებათაღელვის პერიოდში ის უძლებს ამ შოკებს. ეროვნული ბანკი ყველაფერს გააკეთებს მომავალში, რომ ჩვენი ფინანსური სტაბილურობა კვლავაც იყოს ხელშეუხებელი და შენარჩუნდეს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×