რეზონანსი
03.06.2024

სასაზღვრო პოლიციას დაემატა 2 ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის „H 145" ვერტმფრენი, ახალი ბორტები სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. „H 145" ვერტმფრენის მესამე ბორტის გადმოცემა 2024 წლის ივნისამდე იგეგმება, - ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშში, რომელიც დღეს პარლამენტს წარედგინა.

„2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში, მნიშვნელოვნად გაძლიერდა სასაზღვრო პოლიციის ავიაციის შესაძლებლობები, კერძოდ, სასაზღვრო პოლიციას დაემატა 2 ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის „H 145" ვერტმფრენი. ორივე ვერტმფრენის ტრანსპორტირება საქართველოში სასაზღვრო პოლიციის ავიაციის ეკიპაჟის მიერ განხორციელდა. ახალი ვერტმფრენები აღჭურვილია სამაშველო საშუალებებით და ასევე გამორჩეულია სიმაღლეზე ოპერირების შესაძლებლობებით. ახალი ბორტები სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. „H 145" ვერტმფრენის მესამე ბორტის გადმოცემა 2024 წლის ივნისამდე იგეგმება. 3 ახალი თანამედროვე ვერტმფრენის დამატება მნიშვნელოვნად აძლიერებს სასაზღვრო ავიაციის შესაძლებლობებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ გერმანიაში „Airbus Helicopters-ის" სასწავლო აკადემიაში გაიარეს გადამზადება სასაზღვრო პოლიციის ავიაციის მფრინავებმა და საინჟინრო-ტექნიკურმა პერსონალმა. ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილ „AS350B3e S/N 7323" (ბორტი GBP-10004) ტიპის შვეულმფრენს რუმინეთის რესპუბლიკაში ჩაუტარდა ტექნიკური მომსახურება, რომელიც ითვალისწინებდა 12-წლიანი/1200-საათიანი ტექნიკური ინსპექტირების სამუშაოებს", - აღნიშნულია ანგარიშში.

28 ივნისს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×