რეზონანსი
03.06.2024

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ მიუღებელია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ითხოვს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრებას.

მაიკ ჯონსონმა აღნიშნა, რომ ჰააგის სასამართლოსთვის სანქციების დაწესების შესახებ კანონმდებლობას მიმდინარე კვირას წარადგენს.

„ჩვენ ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ „რესპუბლიკელები" და „დემოკრატები" ერთად დადგნენ და გაუგზავნონ მესიჯი საერთაშორისო საზოგადოებას, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ [უფლებამოსილების] ბოროტად გამოყენება არ შეიძლება გაგრძელდეს", - აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა გასულ თვეს ისრაელის პრემიერ-მინისტრის, თავდაცვის მინისტრის, სხვა მაღალჩინოსნებისა და „ჰამასის" ლიდერების დაკავების ორდერის გაცემა მოითხოვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×