რეზონანსი
10.05.2024

გუ­შინ, შვე­დეთ­ში ევ­რო­ვი­ზია 2024-ის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი გა­ი­მარ­თა, სა­დაც ქარ­თვე­ლი კონ­კურ­სან­ტი ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე ფი­ნალ­ში გა­და­ვი­და. 2016 წლის შემ­დეგ ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო ფი­ნალ­შია. 11 მა­ისს 23:00 სა­ათ­ზე ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე 24-ე ნომ­რად იმ­ღე­რებს.

ცოტა ხნის წინ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე, რო­დე­საც მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე „გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნონს“ აპ­რო­ტეს­ტებ­და, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბუ­ზა­ლა­ძეს, რო­გორც სხვა არა­ერთ ქარ­თველ ვარ­სკვლავს, პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბას სთხოვ­დნენ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გავ­რცელ­და „სქ­რი­ნი“, სა­დაც ბუ­ზა­ლა­ძე წერ­და, რომ „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გამო, მას არ ჰქონ­და პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კო­მენ­ტა­რი წა­შა­ლა.

"ჩვენ არა­ფე­რი გვი­თხო­ვია ნუცა, შე­ნით იბ­რა­ლებ რა­ღა­ცებს. ამ­დე­ნი ხა­ნია ჩუ­მად ხარ და კი­დევ "ევ­რო­ვი­ზი­ას" აბ­რა­ლებ, ხმას არ მა­ღე­ბი­ნე­ბე­ნო. იმ კონ­კურსს, რუ­სე­თი რომ გა­მო­თი­შა ომის გამო? სუ­ლე­ლე­ბი გგო­ნი­ვართ? თქვი სი­მარ­თლე, რა­ტომ არ იღებ ხმას, ისე­დაც ხომ ვი­ცით, ჩვე­ნო „ზა­ლა­ტა­ია“ - მსგავ­სი კო­მენ­ტა­რე­ბი ნუ­ცას „ინ­სტაგ­რა­მის“ გვერ­დზე დღემ­დე იძებ­ნე­ბა.

გუ­შინ, კონ­კუ­რის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ისევ და­ი­ძა­ბა, რის გა­მოც, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ღიად წერ­და, რომ ახლა "ევ­რო­ვი­ზი­ის“ დრო ნამ­დვი­ლად არ იყო. წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით, წელს ნაკ­ლე­ბად შეხ­ვდე­ბო­დით კრი­ტი­კულ პოს­ტებ­საც, მო­სახ­ლე­ო­ბამ დუ­მი­ლი არ­ჩია...

"აი, მარ­თლა რა „ევ­რო­ვი­ზია“ და რის ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე, როცა ხალ­ხს სახ­ლებ­თან ხვდე­ბი­ან და სცე­მენ... როცა ქალს ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბი­დან თმე­ბით იჭე­რენ, ძირს აფორ­თხი­ა­ლე­ბენ და ისე აკა­ვე­ბენ?...“ - წერ­დნენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ნუ­ცას გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის ნა­წილს იმე­დი ჰქონ­და, რომ კონ­კურ­სზე მომ­ღე­რა­ლი პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თებ­და, მი­ნი­მუმ იტყო­და, სი­ტყვა ევ­რო­პას მა­ინც ახ­სენ­დე­ბა, თუმ­ცა მომ­ღე­რალ­მა გა­მოს­ვლის და­სას­რულს მხო­ლოდ ორი სი­ტყვა თქვა, "მიყ­ვარ­ხარ სა­ქარ­თვე­ლო..."

ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×