თამთა ჩაჩანიძე 26.06.2024
![](rubrics/rubs2/artc207571/a1719399237.jpg)
პარტია „გახარია საქართველოსთვის" ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციას არ უერთდება, „ლელომ" კი 25 ივნისს მიღებულ ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ საარჩევნოდ „ლელოს" და ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის შელსაძლო ალიანსი საბოლოოდ ჩაიშალა? ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ ორი პარტიის გაერთიანებას აქვს ძლიერ პოლიტიკურ ცენტრად ჩამოყალიბების რეალური შანსი, რომელიც ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს მიიმხრობს და შესაძლოა, არჩევნების მოგების ამბიციაც ჰქონდეს.
თამთა ჩაჩანიძე 25.06.2024
![](rubrics/rubs2/artc207525/a1719325666.jpg)
ბოლო დროს, კრემლის მაღალჩინოსნები საქართველოზე განცხადებას ხშირად აკეთებენ - ერთ-ერთი ბოლო რუსეთის ვიცეპრემიერის ალექსეი ოვერჩუკის იყო, სადაც ამბობს, რომ „საქართველო სულ უფრო მეტად აცნობიერებს, რომ არ სურს რუსეთის წინააღმდეგ პლაცდარმი იყოს". ანალიტიკოსთა შეფასებით, ფრაზაში კარგად ჩანს, რომ მოსკოვი თბილისს სამხედრო კუთხით უყურებს, კრემლის მარალჩინოსნებისთვის კი ახლა მნიშვნელოვანია „სამხრეთ ფლანგზე სტაბილურობა იყოს".
გვანცა წულაია 25.06.2024
![](rubrics/rubs3/artc207536/a1719335378.jpg)
ავტოსადგურების გამართლად მუშაობისთვის მთავრობამ ახალი რეგლამენტი დაამტკიცა. იგი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა და განისაზღვრა მოთხოვნები, რომელიც ავტოსადგურმა და ავტოსადგომმა უნდა დააკმაყოფილონ. ახლა საინტერესოა, თავად ავტოსადგურების პოზიცია, რამდენად მზად, საკმარია თუ არა მათთვის მიცემული ერთ წლიანი პერიოდი, რა დროშიც მოთხოვნებს უნდა მოერგონ.
ელზა პაპოშვილი 26.06.2024
![](rubrics/rubs29/artc207586/a1719410316.jpg)
ქობულეთში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. როგორც ადგილობრივები ყვებიან, მათ რამდენიმე სროლის ხმა გაიგეს და არ გამორიცხავენ, რომ სროლა ორმხრივი იყო. სროლას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება.
დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. რაც შეეხება დამნაშავეს, ის, სავარაუდოდ, შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. სამართალდამცველებს შემთხვვეის ადგილი ჰქონდათ გადაკეტილი და ერთ-ერთ ბინაში, სავარაუდო თავდამსხმელსაც ეძებდნენ.
ნატალია ჯვარიძე 25.06.2024 ![](rubrics/rubs2/artc207515/a1719316649.jpg)
დღეს ევროკავშირმა უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკება ოფიციალურად დაიწყო, რომელიც ევროკავშირის მთავრობათაშორისი კონფერენციებით გაიხსნება და ლუქსემბურგში იმართება. რა ვადებს მოიცავს მოლაპარაკების პროცესი და რა იქნება ამის შემდეგი ეტაპი უკრაინისა და მოლდოვასთვის - როდის შეუერთდება ამ პროცესს საქართველო.
თამთა ჩაჩანიძე 25.06.2024 ![](rubrics/rubs2/artc207507/a1719310664.jpg)
ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ერთიანობის ახალი დეკლარაცია შეიმუშავა, მასზე ხელმოწერა გულისხმობს „ერთიანობას, როგორც არჩევნებამდე ისე მის შემდეგ", აღნიშნულია, რომ 8 ივლისამდე ყველაზე ეფექტურ კონფიგურაციაზე შეთანხმდებიან. განცხადებას ხელს აწერენ - ენმ, „სტრატეგია აღმაშენებელი", „ლელო", „ახალი", „დროა", „გირჩი - მეტი თავისუფლება". დასკვნით ნაწილში კი აღნიშნულია, რომ სურვილის შემთხვევაში, სხვა პარტიებსაც აქვთ შესაძლებლობა, რომ შეუერთდნენ.
თამთა ჩაჩანიძე 24.06.2024 ![](rubrics/rubs2/artc207479/a1719252416.jpg)
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ვერ შეთანხმდნენ იმაზე, რომ „გამჭვირვალობის კანონი" საქართველოს ევროკავშირთან აშორებს, თუმცა გარკვეული შეზღუდვები, რომელთა შემოღებასაც კონსენსუსი არ სჭირდება, საქართველოს მაინც დაუწესდება. ამის შესახებ 24 ივნისს გამართული შეხვედრის შემდეგ ჟოზეფ ბორელმა განაცხადა და კონკრეტული შეზღუდვებიც ჩამოთვალა.
ელზა პაპოშვილი 24.06.2024 ![](rubrics/rubs29/artc207476/a1719250911.jpg)
ოპოზიციური ფლანგი საარჩევნო კონფიგურაციაზე ჯერ ვერ ჩამოყალიბდა. პოლიტიკური აქტორების ნაწილის მოწოდებების და სურვილის მიუხედავად, საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანი სიით წარდგენას არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავს. არჩევნებამდე კი 4 თვეა დარჩენილი და ანალიტიკოსების აზრით, ოპოზიციამ უნდა იჩქაროს
თამთა ჩაჩანიძე 24.06.2024 ![](rubrics/rubs2/artc207447/a1719230036.jpg)
დაღესტანში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. 23 ივნისის საღამოს მაჰაჩყალასა და დერბენტში ტერორისტულ თავდასხმას ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 15 პოლიციელი, მართლმადიდებელი სასულიერო პირი და მშვიდობიანი მოქალაქეები. შეიარაღებული პირები ორ მართლმადიდებლურ ეკლესიას, სინაგოგას და საგზაო პოლიციის პუნქტს დაესხნენ თავს. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე „ტერორისტული თავდასხმის" მუხლით აღიძრა. ოფიციალური მონაცემებით, თავმდამსხმელების ნაწილი ლიკვიდირებულია, ნაწილი კი დაკავებული.
ნატალია ჯვარიძე 24.06.2024 ![](rubrics/rubs2/artc207442/a1719226112.jpg)
28 ივნისს პრემიერი ირაკლი კობახიძე პარლამენტის სხდომაზე მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს, რასაც ოპოზიციის ნაწილი არ დაესწრება. თავად ოპოზიციონერები ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იმას ასახელებს, რომ პრემიერის გამოსვლაში არაფერი იქნება ახალი და შესაბამისად, მის მოსმენასა და ოპონირებას აზრი არ აქვს. რამდენად გამართლებული ოპოზიციის ბოიკოტი და რამდენად დამაჯერებელია მათი არგუმენტები?
თამთა ჩაჩანიძე 23.06.2024 ![](rubrics/rubs2/artc207337/a1719057058.jpg)
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გადამწყვეტი სამიტი ახლოვდება - 24 ივნისს ბრიუსელის შეკრებაზე ერთ-ერთი მთავარი საქართველოს საკითხი იქნება. სხვადასხვა წყაროებიდან ცნობილი ხდება, რომ მსჯელობა მიდის ევროკავშირის დახმარებისა და უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე, პასუხისმგებელ პირებზე პერსონალურ სანქციებზე, დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზების დაწესებაზე, კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევაზეც კი. თუმცა ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ, გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, ევროკავშირი ჯერჯერობით რადიკალურ ნაბიჯებზე არ წავა.
რეზონანსი 26.06.2024 ![](rubrics/rubs8/artc207552/a1719353406.jpg)
(რეზონანსი) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გენერალურ მდივნად ხუთი წლის ვადით შვეიცარიელი ალენ ბერსეტი 114 ხმით აირჩია.
გვანცა წულაია 25.06.2024 ![](rubrics/rubs3/artc207530/a1719329034.jpg)
მთავრობამ კურორტ ბახმაროში „ორბის“ სამშენებლო პროექტში სხვადასხვა სახის ცვლილება შეიტანა. შესაბამისი განკარგულება მას შემდეგ გამოიცა, რაც მოსახლეობამ და ურბანისტთა ნაწილმა მრავალფუნქციური სასტუმროს მშენებლობა გააპროტესტა, რის მიზეზადაც ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის საფრთხის შექმნა და ეკოლოგიური თვალსაზრისით პრობლემის უკიდურესად გამწვავება დასახელდა.
ქეთო გოგოხია 24.06.2024 ![](rubrics/rubs3/artc207477/a1719251932.jpg)
საწვავის ბაზარზე მდგომარეობა ნელ-ნელა სტაბილურდება. ლარის გაუფასურების გამო კომპანიებში ფასების შენარჩუნება აქამდე წარმოუდგენელი ჩანდა, თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა, კურსი ნელ-ნელა მყარდება, რაც საწვავის ფასებზეც ადეკვატურად იმოქმედებს. მართალია, ნავთობპროდუქტების გაიაფება ჯერჯერობით ადრეა, თუმცა არსებული ფასები ალბათ შენარჩუნდება. ეს მაშინ, როცა ცოტა ხნის წინ პროდუქტის გაძვირებაზე მიმდინარეობდა საუბარი, თუმცა ახლა ვითარება უმჯობესდება.
ირმა ჩიტაია 24.06.2024 ![](rubrics/rubs3/artc207473/a1719248370.jpg)
ახალგაზრდების განათლების დონე და დასაქმების შესაძლებლობები შრომის ბაზარზე დიდი პრობლემაა. ბოლო წლებში ნეგატიური ტენდენცია გლობალური მასშტაბისაა, თუმცა საქართველოს სურათი ევროპასთან შედარებით გაცილებით მძიმეა. პრობლემა სისტემის გაუმართაობაშია, რადგან დღევანდელი განათლების სისტემა ორიენტირებულია საბაზრო ეკონომიკაზე და ამ გზით ქვეყანა შორს ვერ წავა.
ქეთო გოგოხია 24.06.2024 ![](rubrics/rubs3/artc207470/a1719246984.jpg)
კომუნალურ მომსახურებაში მონოპოლიური მდგომარეობის გამო მომხმარებელთა უფლებები მუდმივად ირღვევა. ადამიანებს არჩევანის საშუალება არ აქვთ და ხშირად გამოუვალი მდგომარეობის პირისპირ რჩებიან. სფეროში კონკურენცია მინიმალურ დონეზეც არ არის და ამ დროს არც კომპანიები ასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებებს, რაც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მაგალითზე ერთხელ კიდევ გამოჩნდა. კვირაზე მეტი ხანია, თბილისის მოსახლეობის ნახევარზე მეტს წყალი გრაფიკით მიეწოდება, თუმცა მანამდე ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში უწყლოდ იყო დარჩენილი.
ელზა პაპოშვილი 25.06.2024 ![](rubrics/rubs29/artc207543/a1719340370.jpg)
ქობულეთში ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოძახებული პოლიციელი დაჭრეს. როგორც „რეზონანსს“ წყარო უყვება, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა სამარათალდამცავი ძალადობის შემთხვევაზე ერთ-ერთ ოჯახში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა. ირკვევა, რომ პოლიციელი ქალმა გამოიძახა, რომელსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ყოფილი ქმარი მიუვარდა. ქალმა დახმარება ითხოვა და ადგილზე გამომძიებელი მივიდა.
ელზა პაპოშვილი 24.06.2024 ![](rubrics/rubs29/artc207463/a1719243822.jpg)
ვარკეთილში ცემით მოკლული ბიჭის საქმეზე შესაძლოა დაკავებულთა წრე გაიზარდოს. ოჯახი ამტკიცებს, რომ მთავარი დამნაშავე და ჩხუბის სხვა ფიგურანტები არ არიან დაკავებული. ისინი ამბობენ, რომ 19 წლის შაკო ისაევს სასტიკად მთელი უბანი გაუსწორდა - მას სცემდნენ როგორც კაცები, ასევე ქალები და ამ ფაქტს უამრავი თვითმხილველი ჰყავს. |
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|