რეზონანსი
09.06.2024

რუსული კანონის მომხრე დეპუტატ ირაკლი ზარქუას ქუჩაში "მონა და მოღალატე" ეძახეს. მოქალაქემ, რომელიც ხელისუფლების წევრს შემთხვევით შეხვდა, პირდაპირ უთხრა, რომ მის შვილებს მომავალი წაართვა და ამიტომ ქუჩაშ თავისუფლად სიარულის უფლება არ აქვს. 

მონა და მოღალატე ხართ! ამ ბავშვებს უკარგავთ მთელ მომავალს. აქ საერთოდ სირცხვილია თქვენი ყოფნა. თქვენ ხართ მოღალატე, იმიტომ, რომ რუსეთს აბარებთ ქვეყანას. თქვენ ასე ვერ უნდა დადიოდეთ ქუჩაში, იმიტომ, რომ ხართ მოღალატე. 

"ოცნების" დეპუტატმა თავის მართლება ტრადიციული რიტორიკით სცადა და თქვა, რომ მშვიდობა, რომელიც ქვეყანაშია,"ოცნების" დამსახურებაა. 

მშვიდობა რომ გაქვთ ამის დამსახურებაა. ომს ქადაგებთ? ქალბატონო, მიბრძანდით,- უთხრა ზარქუამ.

"თქვენ მიბრძანდით რუსეთში!",  - უთხრა მოქალაქემ ზარქუას. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×